Delegation of the European Union to Georgia

მოწვევა დაინტერესების გამოსახატად ”საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა ” პროექტთან დაკავშირებით

04/03/2021 - 14:57
Yardımlar

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს საქართველოს დაინტერესებულ ბიზნეს ორგანიზაციებს, წარადგინონ კონცეფციები საპილოტე პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანია ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. კერძოდ, პროექტის ამოცანებია:

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების განმტკიცება, განსაკუთრებით ბიზნესის დაბრკოლებების აღმოფხვრის მხრივ;
  • ბიზნესის, მომხმარებელთა / ბენეფიციართა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი, ღია და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიისთვის და განსაკუთრებით წევრი ქვეყნების იმ საელჩოებისთვის, რომელსაც საქართველოში  ორმხრივი სავაჭრო პალატა არ გააჩნია, მთავარი პარტნიორის დადგენა, რომელიც ასევე გადასცემს სხვა არსებული (ზოგადი / სექტორული / ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციების მოსაზრებებ.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა

  • საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ბიზნეს ასოციაციებ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ პროექტის განხორციელება ზემოთ აღწერილი მიზნების შესაბამისად;

ჩვენ ვურჩევთ დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებს შექმნან კონსორციუმები და ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ერთობლივ განაცხადები შემოიტანონ.

ბიუჯეტი და აღწერა

საორიენტაციო ბიუჯეტი, რომლის გამოყოფა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საპილოტე პროექტისთვის, არის 100,000-150,000 ევრო. გრანტის ზუსტი თანხა დამოკიდებულია საპროექტო განაცხადის ხარისხსა და მოცულობაზე. განხორციელების საორიენტაციო პერიოდი არის 1 წელი. თანადაფინანსება განმცხადებლების მხრიდან მისასალმებელია.

გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გარკვეული დახმარება გაწიოს, როგორიც არის მაგალითად: ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სათავო ოფისთან კონსულტაციები და კავშირი, დროდადრო შეხვედრების ოთახების უზრუნველყოფ, საჯარო მხარდაჭერა ან ერთობლივი მონაწილეობა ზოგიერთ ღონისძიებასა და საკომუნიკაციო კამპანიაში და სხვა.

იმისდა მიხედვით, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება პროექტი, ევროკავშირის წარმომადგენლობას შეძლია განიხილოს გრანტის მიმღების, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი ბიზნეს ასოციაციის, ცნობადობის უზრუნველყოფა. შერჩეული ორგანიზაცია, პროექტის განხორციელებიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური საკითხების თემაზე მომუშავე მთავარი პარტნიორი ევროკავშირის წარმომადგენლობსა და სათავო ოფისისთვის (განსაკუთრებით ვაჭრობის გენერალური დირექტორატისა - DG TRADE და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატისთვის - DG NEAR ). ამასთანავე, პროექტის განხორციელების დასრულების შემდეგ შესაძლოა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოამზადოს „აღიარების წერილიევროპის ბიზნეს ორგანიზაციების მსოფლიო ქსელისთვის წარსადგენად (EBOWWN - ქსელი, რომელიც მოიცავს 250 – ზე მეტ ექსპერტ ვაჭრობის, ინვესტიციების, პოლიტიკისა და ევროკავშირის გარეთ 45 ქვეყნის ბაზარზე ბიზნესის წარმომადგენლობის საკითხებში).

განაცხადების შემოტანა

თუ თქვენი ორგანიზაცია (ორგანიზაციები) ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესდება, ევროკავშირის ფინანსური რეგულაციისა[1] და ევროკავშირის საგარეო დახმარებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესაბამისად (PRAG)[2]შეგიძლიათ თქვენი განაცხადები კონცეფციის სახით თქვენი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) პრეზენტაციასთან ერთად 2021 წლის 16 აპრილამდე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Julien.CRAMPES@eeas.europa.eu, Arne.KORTH@eeas.europa.eu და Ada.NARDAIA@eeas.europa.eu.

დაინტერესებულ განმცხადებლებს ვურჩევთ კონცეფციის შემუშავების დროს კონსულტაცია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან გაიარონ, რათა კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედება უზრუნველყონ. სათანადო შეფასებისა და შერჩევისთვის კონცეფცია შემდეგ ელემენტებს უნდა შეიცავდეს:

  1. მოქმედების აღწერას, პროექტით გათვალისწინებული გაზომვადი შედეგების ჩათვლით და დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს;
  2. რიცხვებში ასახულ ინფორმაციას სამიზნე ჯგუფისა და ბენეფიციარების შესახებ;
  3. ბიუჯეტის პროექტს და განმცხადებლ(ებ)ისგან შესაძლო თანადაფინანსების ოდენობას.

გარდა ამისა, განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) პრეზენტაცია შემდეგ კითხვებზე პასუხებით:

1. წევრობა და წარმომადგენლობა:

  • 2020 წლის ბოლოსთვის ვინ იყვნენ ორგანიზაცი(ებ)ის წევრები და რა დონის წევრობა ჰქონდათ ორგანიზაციაში / ორგანიზაციებში (რა უფლებებითა და ვალდებულებებით);
  • რომელ ქვეყანაში რიან დარეგისტრირებული?
  • ევროკავშირთან რა მოცულობის სავაჭრო ბრუნვა ქონდათ 2020 წელს?
  • რომელ სექტორებში მუშაობენ?
  • საქართველოში რომელი ლოკაციებიდან მუშაობენ?
  • რამდენ ადამიან ასაქმებენ (მსოფლიოში და საქართველოში)?
  • როგორია ორგანიზაცი(ებ)ის მოლოდინი მომავალ წევრობასთან დაკავშირებით?

2. ინკლუზიურობა და თანამშრომლობა:

  • ოგორია თანამშრომლობის მჟამინდელი დონე სხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან საქართველოში?
  • როგორია თანამშრომლობის ამჟამინდელი დონე სხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან საქართველოს გარეთ, განსაკუთრებით ევროკავშირში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში და ევროკავშირთან ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა)?
  • როგორია ორგანიზაცი(ებ)ის სამომავლო გეგმები ინკლუზიურობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით?
  • ევროკავშირის წარმომადგენლობის შემოთავაზების შემთხვევაში, იქნება თუ არა თქვენი ორგანიზაცია (ორგანიზაციები) მზად განიხილოს სხვა განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთ გუნდად მუშაობის საკითხი (იქნება თუ არა გამონაკლისები)?
  • როგორ გააერთიანებს ორგანიზაცია (ორგანიზაციები) საქართველოში არსებული სხვა (ზოგადი / დარგობრივი / ორმხრივი) ბიზნეს ორგანიზაციების მნიშვნელოვან ხმებს?
  • როგორ უზრუნველყოფს ორგანიზაცია (ორგანიზაციები) თავსებადობას საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებულ სხვა ინდივიდუალურ ორმხრივ სავაჭრო პალატებთან (დღეისათვის მათი  რაოდენობა არის ოთხი);

3. ორგანიზაციული და ფინანსური შესაძლებლობები:

  • დაფუძნებასთან დაკავშირებული რა საბუთები აქვთ (წესდები, შინაგანაწესი და ა.შ.)?
  • როგორია ორგანიზაცი(ებ)ის სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები?
  • რამდენი ადამიანია მუდმივად დასაქმებული ორგანიზაციაში (ორგანიზაციებში) და რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი?
  • რამდენი გარე კონტრაქტორი რის ჩართული და რა მიზნებით?
  • როგორია წლიური შემოსავლის დონე, რ წყაროებიდან და როგორი პროპორციით?
  • რა არის მიმდინარე ხარჯების დონე?
  • რამდენად შეუძლია ორგანიზაციას (ორგანიზაციებს) მკაფიო მოკლე / საშუალო / გრძელვადიანი სტრატეგიისა და ბიზნეს გეგმის შემუშავება, თავისი მისიის შეასრულებლად და იმისთვის, რომ ჰქონდეს ხედვა, თუ როგორ სურ გაიზარდოდამოუკიდებლად?

4. მიზნები და ღირებულებები

  • რა არის ორგანიზაციის მიზნები და ღირებულებები?
  • როგორია ორგანიზაციის პოზიცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებსთან (DCFTA) დაკავშირებულ მნიშვნელოვან რეფორმებთან მიმრთებაში, როგორიცაა შრომის კოდექსი, კანონი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ, კორპორაციული კანონი, ენერგოეფექტურობა.

5. საქმიანობა:

  •  2019-2020 წლებში რა იყო ძირითადი საქმიანობა, მისი სიხშირე და მონაწილეობის დონე?
  • რა საქმიანობა არის გათვალისწინებული 2021 წლისთვის?
  • რა საკომუნიკაციო არხებიყენებს ორგანიზაცია (ორგანიზაციები)? როგორია ჩართულობის დონე?
  • რა საქმიანობა, წარსული ან დაგეგმილი, შეიძლება ყოფილიყო / შეიძლება იყოს შესაძლებლობა ორგანიზაცი(ებ)ისთვის საქართველოში ევროკავშირის როლის პოპულარიზაციისთვის?

6. ევროკავშირთან ურთიერთობა:

  • რა საქმიანობას ახორციელებდა ორგანიზაცია (ორგანიზაციები) ევროკავშირთან (სათავო ოფისთან / ევროკავშირის წარმომადგენლობასთან) და / ან მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთქმედებისთვის?

კონცეფციები და ორგანიზაცი(ებ)ის პრეზენტაციები შეფასდება ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • პროექტის წვლილი საგრანტო კონკურსის მიზნების მისაღწევად;
  • მდგრადობა;
  • ინკლუზიურობა და პოტენციური განვრცობა კერძო ბიზნესზე;
  • ფინანსური შენატანი განმცხადებლების მხრიდან;
  • განმცხადებელ(ებ)ის საოპერაციო და ფინანსური შესაძლებლობები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ პარტნიორები და რა მოცულობით განახორციელებენ პროექტს, მხოლოდ კონსულტაციების და შიდა პროცედურების შედეგად იქნება მიღებული.

საინფორმაციო სესია

დაგეგმილია საინფორმაციო სესიის ონლაინ ფორმატში ჩატარება სამშაბათს, 23.03.2021 თბილისის დროით 15:00 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაინტერესების გამოხატვასთან დაკავშირებით განაცხადის შემოსატანად კონკრეტული შეკითხვები გგაჩნიათ, გთხოვთ, წერილობით გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართებზე Arne.KORTH@eeas.europa.eu და Ada.NARDAIA@eeas.europa.eu  არაუგვიანეს ოთხშაბათისა 17.03.2021, თბილისი დროით 12.00 საათამდე. საინფორმაციო სესიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები დასმულ კითხვებზე გიპასუხებენ. საინფორმაციო სესიის ოქმი ხელმისაწვდომი იქნება მოთხოვნის შემთხვევაში.

ვიწვევთ ყველა განმცხადებელს, რომელსაც აქვს ამ დაინტერესების გამოხატვაში  მონაწილეობის სურვილი, დასარეგისტრირებლად გააგზავნონ წერილები ელ.ფოსტის მისამართებზე:  Arne.KORTH@eeas.europa.eu და Ada.NARDAIA@eeas.europa.eu.  თუ გსურთ საინფორმაციო სესიაში მონაწილეობა, დარეგისტრირდ ელ.ფოსტის მისამართებზე:  Arne.KORTH@eeas.europa.eu და Ada.NARDAIA@eeas.europa.eu არაუგვიანეს ოთხშაბათისა  17.03.2021 თბილისის დროით 12.00 საათამდე.

 

 

 

 

Languages:
İlgili Bölümler: