ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროგრამა სოფლის განვითარებისთვის

05/03/2021 - 07:00
გრანტები

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მარტი

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ დამწყები და მოქმედი  ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით და სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა.

პროგრამა განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge  

თანადაფინანსება გაიცემა შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  1. სამეწარმეო საქმიანობების დაწყებისთვის და განვითარებისთვის. მინიმალური საგრანტო მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 20,000 ლარს და მაქსიმალური: 300,000 ლარს, თუმცა თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ პროექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
  2. საწყის ეტაპზე,  ბიზნეს საქმიანობისთვის  განახლებადი და ენერგოეფექტური რესურსების გამოყენებაზე გათვლილი პროექტები,. მინიმალური საგრანტო მოცულობა: 1,500 ლარი და მაქსიმალური: 30,000 ლარი ერთ პროექტზე, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

პროგრამაში განაცხადების მიღება განხორციელდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების და ბიზნეს მოდელის (ბიზნეს კანვას მოდელის საფუძველზე)/განახლებადი ენერგიების და ენერგო ეფექტური პროექტის მიღება და შეფასება.
  2. ბიზნეს გეგმის/განახლებადი ენერგიების და ენერგო ეფექტური დეტალური პროექტის მიღება და თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა/შეფასება.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება:

  • სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას (გამონაკლისის სახით დაიშვება ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები);
  • სათამაშო ბიზნესს, აზარტული თამაშებს;
  • საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
  • საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობას;
  • ვაჭრობას.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.rda.gov.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფლის განვითარების სააგენტო, ცხელი ხაზი: 1501
  • თორნიკე კაპანაძე, +995 595 036078
  • ბესიკ მაჭარაშვილი, +995 555 272869
Languages:
რედაქტორი: