ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია

02/03/2021 - 13:35
News stories

ორშაბათს, 2021 წლის 1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია.

ორშაბათს, 2021 წლის  1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

                         

პრეზიდენტმა მიშელმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა.

შემდეგ პრეზიდენტი მიშელი ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები საზეიმოდ გახსნა, წარმომადგენლობის თანამშრომლებს და ასევე ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს შეხვდა. წარმომადგენლობის ინაუგურაციის შესახებ წაიკითხეთ: https://europa.eu/!Df66GB

  

  

შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სამედიაციო შეხვედრით, რომელიც პოლიტიკური დიალოგის წინსვლისა და წახალისების მცდელობას წარმოადგენდა.

 

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.

 

Languages:
რედაქტორი: