ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს განცხადებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით

თბილისი, 21/02/2021 - 08:15, UNIQUE ID: 210221_1
Remarks

დღეს, გულითადად ვულოცავთ საქართველოს ხალხს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს, რომლსაც ერთად ვზეიმობთ.

დღეს, გულითადად ვულოცავთ საქართველოს ხალხს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს, რომლსაც ერთად ვზეიმობთ.

1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა  საამაყ სამართლებრივ ტრადიცი პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს სახავდა.

საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირულბათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ბეჭდურ მედიას მოიცავდა.

მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლბდნენ. ამ კონსტიტუციამ  გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკურ თავშესაფრ უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებ და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრ ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა - ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია.

საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად ღნიშვნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ.

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: