ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საგრანტო კონკურსი: სოფლად საწარმოების ციფრული უნარების განვითარება (UNDP)

19/02/2021 - 06:43
გრანტები

 

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია სოფლად არსებული საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესება.

კონკურსის შედეგად შერჩეული პროექტები ხელს შეუწყობენ სოფლად არსებულ საწარმოებს სარგებელი მიიღონ ციფრული ეკონომიკისგან, ეფექტიანად გამოიყენონ ციფრული შესაძლებლობები და უფრო ადვილად მოერგონ პანდემიის ფონზე შექმნილ ახალ რეალობას.

საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge   

 

საგრანტო კონკურსის ამოცანები:

  1. ციფრული უნარების კურსის შემუშავება და მიწოდება სოფლად არსებული საწარმოებისთვის, მათ შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
  2. შეიქმნას ღია საგანმანათლებლო რესურსი (OER) ციფრული უნარებისთვის სოფლად არსებული საწარმოებისათვის საქართველოს სოფლის კონტექსტის გათვალისწინებით (ციფრული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, არსებული უნარ-ჩვევები და მომსახურების მიღება).

საგრანტო პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა:

  • მინიმალური თანხა: 15,000 აშშ დოლარი.
  • მაქსიმალური თანხა: 30 000 აშშ დოლარი.

საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 12 მარტი, 18:00 საათი (თბილისის დრო და თარიღი)

ონლაინ კონსულტაცია პოტენციური აპლიკანტებისთვის: 2021 წლის 17 თებერვალი, 12:00 საათი (თბილისის დრო და თარიღი)

საკონტაქტო პირი: ლილიანა გურეშიძე, UNDP, liliana.gureshidze@undp.org, +995 577 343341

საგრანტო კონკურსის განცხადება სრულად: https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=75327

Languages:
რედაქტორი: