ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2020 წლის 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გაგრძელებასთან დაკავშირებით

თბილისი, 05/02/2021 - 19:28, UNIQUE ID: 210205_20
Remarks

დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა.

დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა.

ევროკავშირი მოითხოვს - გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციაასევე ახსენებს მის პასუხისმგებლობ შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციულ საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: