ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი, კოვიდ-19-ის პანდემიისას საქართველოს საწარმოების დასახმარებლად, 25 მილიონი ევროს ინვესტიციას გამოყოფს და თიბისი ბანკთან საკრედიტო ხაზს აფართოებს

თბილისი, 21/12/2020 - 13:04, UNIQUE ID: 201221_10
Press releases

  • ევროპის საინვესტიციო ბანკი სს თიბისი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროსმხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც.
  • აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზეევროპის გუნდისსაგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოში სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნესოპერაციების შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას.
  • 2007 წლიდან, ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო 2 მილიარდ ევრომდე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესისთვის სს თიბისი ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
 

იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.

ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ინვესტიცია გააძლიერებს მცირე და საშუალო ზომის და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალსა და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის ფინანსურ სექტორს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო შესაძლებლობების გაზრდის გზით.
 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა:როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად, მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის.
 
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: „პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.
 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, აღნიშნა:ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობით, რომელიც უკვე 8 წელიწადზე მეტს ითვლის და ჩვენი ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობის დასტურია. ევროპის საინვესტიციო ბანკი განაგრძობს ჩვენს გვერდში დგომას ამ რთულ პერიოდში და კვლავაც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა. 
 
ევროპის გუნდი ქართულ კომპანიებს ეხმარება
 
ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი თიბისი ბანკს  შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  
 

საკრედიტო ხაზი, რომელიც ახლამცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარდა, ხელმისაწვდომი ხდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვისაც, კიდევ უფრო მიმზიდველია კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს ევროპის გუნდის ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად.
                                                                                       

ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და სს თიბისი ბანკს შორის დადებული მეოთხე სასესხო ხელშეკრულება. თიბისი ბანკი ასევე მონაწილეობს ევროპის განვითარების ბანკის ჯგუფის 2 საგარანტიო პროგრამაში. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
 

ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
 

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:
 
2007
წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა დაიწყო, ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობით დაფინანსა  23 პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით კიდევ უფრო გაძლიერდა, რომლის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი გახდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილ გარანტიას, რომლითაც ხორციელდება სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პროექტები. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე this link.
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი: ტიბორ იონა, ელ.ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052
ვებ-გვერდი: www.eib.org/press - პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org
Twitter @eif_eu 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: