ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს ბანკი, კოვიდ-19-ის კრიზისის დასაძლევად, მცირე და საშუალო საწარმოების და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესისთვის არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონი ევროს ოდენობით ზრდიან

თბილისი/ლუქსემბურგი, 15/12/2020 - 11:26, UNIQUE ID: 201215_6
Press releases

  • ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 75 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.  მხარდაჭერა ვრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზეც.
  • აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზეევროპის გუნდისმყისიერი რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობის შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.
  • 2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის საქართველოს ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - ლარში.

იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.
 
ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ინვესტიცია გააძლიერებს მცირე და საშუალო ზომის და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალსა და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის ფინანსურ სექტორს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო შესაძლებლობების გაზრდის გზით.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა:როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: „პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი ძალიან წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. მულტისავალუტო გრძელვადიანი რესურსი გვაძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული სახსრები მცირე და საშუალო ბიზნესის და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების ვალუტაზე მოთხოვნისა და სესხების დაფარვის ვადების გათვალისწინებით გამოვიყენოთ. ასეთი ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს.  ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მსურს მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს თანამშროლობისათვის. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არა ერთ წარმატებულ შეთანხმებას მივიღებთ“.
 
„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება
ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს ბანკს  შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  
 
საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი  კიდევ უფრო მიმზიდველია კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად.
 
ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მესამე ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
 
ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:
ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:
 
2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა დაიწყო, ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობით დაფინანსა  23 პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით კიდევ უფრო გაძლიერდა, რომლის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი გახდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე this link.
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი: ტიბორ იონა, ელ.ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052
ვებ-გვერდი: www.eib.org/press - პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org
Twitter @eif_eu 
Languages:
რედაქტორის ნაწილი: