ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ერთად Covid-19-ის წინააღმდეგ

08/12/2020 - 05:00
News stories

 
 
ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.   
თითქმის 1 მილიარდი ლარის ოდენობის ევროკავშირის დახმარება  განკუთვნილია:
  • საქართველოს მთავრობის მიერ covid-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად და ასევე მოიცავს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და რეგიონული/სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროგრამებს;
  • ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში:
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:
  • სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სპეციალური ტანსაცმელი საქართველოს ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება და წვდომა covid-19-ის შესახებ არსებულ რეგიონულ ინფორმაციაზე.
სოციალურ სფეროში:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ კრიზისის დრო მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, დასახმარებლად.
ეკონომიკის აღდგენის მიზნით:
  • 200 მილიონ ლარზე მეტი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშეწყობისა და კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით. სესხები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ბანკებიდან ისეთი პარტნიორების დახმარებით, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW);
  • 60 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ადგილობრივი მიზნობრივი გრანტები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე  ევროკავშირის პროექტების მეშვეობით, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოფლად ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება.
გარდა ამისა,  მიმდინარე პროექტებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით ევროკავშირი უზრუნველყოფს პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე მიმართულ კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიზნობრივ დახმარებას. საქართველოს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე საბრუნავი კაპიტალის, ვაჭრობის დაფინანსებისა და სესხების ტვირთის შემსუბუქების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის მხარდაჭერა ექვემდებარება სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომისა და გენდერულ თანასწორობის პირობებს.

To know what the EU is doing to support Georiga against COVID-19, visit https://eu4georgia.ge/together-against-covid-19/.

 

#TogethervsCOVID19 #TeamEurope #StrongerTogether #EU4Georgia
Languages:
რედაქტორი: