Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი საქართველოთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი მიმართულია კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად

Tbilisi, 25/11/2020 - 13:32, UNIQUE ID: 201125_43
Press releases

დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს  მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გდმოურიცხა.  მაკროფინანსური დახმარების პროგრამმიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია.  2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.
ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონ ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო - გრანტის სახით გაიცემა.
75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორის და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს. თუ მთავრობამ ეს შეთანხმებულ რეფორმებ გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა.
2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილ (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) ახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებულ კონკრეტულ შეთანხმებულ პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსურ სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკსა და ბიზნეს გარემოს სფეროებში.
”ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქებითვის იქნება კონკრეტული სარგებელ მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოებ და პენსიები.” - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
დღევნდელი ტრანში ევროკავშირის მიერ საქართველოთვის, იორდანიასა და მოლდოვასთვის უფრო ფართო, 400 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებს პაკეტის ნაწილია. მეტი ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://europa.eu/!Hq33ct
მეტი ინფორმაცია საქართველოთვის მაკროფინანსურ დახმარებს პროგრამების შესხებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: europa.eu/!JK87bN
დამატებითი ინფორმაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://eu4georgia.ge/ka
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდქ-ნ თამრიკო მიქაძეს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
Languages:
Editorial Sections: