პროდუქტის წარმოშობის განსაზღვრის ახალი წესები პან-ევრო-ხმელთაშუაზღვისპირეთის (PEM) ქვეყნებისათვის
Brussels, 02/11/2020 - 11:08, UNIQUE ID: 201102_8
Press releases
ევროკომისიამ დაამტკიცა წინადადებების პაკეტი, რომელთა მიზანია ევროკავშირსა და პან-ევრო-ხმელთაშუაზღვისპირეთის (PEM) რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. აღნიშნული ინიციატივით გადაიხედება ევროკავშირსა და პან-ევრო-ხმელთაშუაზღვისპირეთის (PEM) რეგიონის ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, შორის არსებული შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები. კერძოდ, შემდეგი შემოთავაზებული დებულებებით გაადვილდება კონკრეტული პროდუქტების შემთხვევაში სავაჭრო შეღავათებით სარგებლობა:
პროდუქტებთან დაკავშირებული გამარტივებული წესები
ადგილწარმოშობის საბუთის არმქონე მასალების ბაზარზე დაშვების გაზრდილი ზღვრული მაჩვენებელი
”სრული” კუმულაციის დანერგვა, რომლის მიხედვითაც პროდუქტებისდიდი ნაწილისთვის ადგილწარმოშობის დასადგენად საჭირო საწარმოო ოპერაციები შესაძლებელია რამდენიმე ქვეყანაზე განაწილდეს
ახალი წესები ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მიწოდების ინტეგრირებული ჯაჭვების განვითარებას. ცალკეულ ქვეყნებში ახალი წესები 2021 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება.