ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

29/10/2020 - 15:53
News stories

თბილისი 29/10/20: ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლ  გუნდ საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ კისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის  უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთადევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70ზე მეტი გუნდის მობილიზებას  შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1000 – ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ,“ განცხად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლივა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.  ეს სადამკვირვებლო ინიციატივა სხვა საელჩოებთან, კერძოდ აშშდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან  მჭიდრო კოორდინაციით განახორციელდება.
ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდ ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.
 
 
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების სრული ვერსია ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი შესახებ იხილეთ აქ:

ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის  მზადებ პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნები უსაფრთხო ჩატარება შესაძლებელი გახადა.

ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტ შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალ საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარ შესაძლებლობები შესთავაზ. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც.

არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე  აქტიურ მონიტორინგ: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი გუნდი ასე გამოიყურებ და, როგორც ხედავთ, იმავე მკაცრ  წესებდაიცავს კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ  ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო თვალისა და ყურის საშუალებით.

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვებ. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ  უნდა აიღოს.

და ბოლოს, ნება იბოძე მოვუწოდო ამომრჩეველ, რომ ყველა გააგონოს თავის ხმა ამ არჩევნებზე, უსაფრთხო და საიმედოდ. იმედი გვაქვს, შაბათს შეგხვდებით!

 

 
დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
Languages:
რედაქტორი: