ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ვროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

თბილისი, 29/10/2020 - 15:23, UNIQUE ID: 201029_12
Speeches of the Ambassador

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა.
 
განცხადების სრული ჩანაწერი იხილეთ ქვემოთ.
 
არჩევნები მოახლოვდა და ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები  ახალი საარჩევნო სისტემი ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაირა მხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს, რაც პოლიტიკური პროცესების ერთიანობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიღწევაა.  
ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახ. ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ფასეულობაა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატები წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადი.
არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირის) შუალედურ ანგარიში მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულები შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. თუმცა, მყარი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს. ახლა მთავარია მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება.
ადგილობრივმა სადამკვირვებელ ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს. ჩემ მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება, საარჩევნ დღის შემდეგ პერიოდში. გამჭვირვალე და ეფექტიან საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და  მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე.
მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ  იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასავა. ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებ. მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო; ამ მიზნის მიღწევა, ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტ, მათ შორის ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი მიერ არჩევნებზე დაკვირვებ საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს.
 
Languages:
რედაქტორის ნაწილი: