საქართველოში პირადი დამცავი აღჭურვილობის ახალი პარტია ჩამოვიდა. ეს არის ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოსთვის COVID-19- თან საბრძოლველად გამოგზავნილი დამცავი საშუალებების მესამე პარტია. მასში შედის 16 800 დამცავი სათვალე და 10 000 სამედიცინო ხალათი, რაც პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.
ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.
საინფრომაციო წყაროები მედიისთვის:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
თამილა ზარდიაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, zardiashvilit@who.int