ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა

ბრიუსელი, 30/09/2020 - 08:48, UNIQUE ID: 200930_2
Press releases

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკაიანი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკაიანი.

შეხვედრისას უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, რომელიც ძალაში 2016 წელს შევიდა. უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მომავალშიც რეფორმების განხორციელების გაგრძელებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სექტორში, სადაც უახლოეს პერსპექტივში მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ყველა სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგს მიაღწია და, შემდგომი განხორციელებით, ქართველი ხალხის ცხოვრებისა და საარსებო წყაროებისთვი დიდი დივიდენდების მოტანას განაგრძობს.

უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ევროკავშირის უცვლელი სოლიდარობა კორონავირუსის პანდემიის დაძლევასთან  დაკავშირებით. კორონავირუსთან საბრძოლველად  გამოყოფილი 183 მილიონი ევროს გარდა, საქართველო ასევე ევროკავშირის 150 მილიონი ევროს ოდენობის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პროგრამით სარგებლობს.

უმაღლესმა წარმომადგენელმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც მიუღებელი ”ბორდერიზაციის” ქმედებებით გამწვავდა. უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სრულ მზადყოფნაზე, გააგრძელოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა და კვლავ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მათ ასევე განიხილეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შემაშფოთებელი სიტუაცია.

საპარლამენტო არჩევნების წინ უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა მთელი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობის და ასევე მისი გამჭვირვალეობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მნიშვნელობა. ან ყურადღება გაამახვილა, რომ ეს არჩევნები საშუალებას იძლევა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და დემოკრატიული უფლებამოსილებისადმი საქართველოს ერთგულება წარმოაჩინოს.

უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს  უწყვეტ აქტიურ მონაწილეობას და მის წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ასევე 2021 წლის მარტის სამიტის მოიცავს.

Languages: