ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პერსონალისთვის დამცავი საშუალებების გადაცემას განაგრძობს

21/09/2020 - 08:48
News stories

საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის 300,000-ზე მეტი სამედიცინო ხელთათმანი გასულ კვირას მიიღო, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოში პირადი დაცვის აღჭურვილობის მიწოდების ნაწილია.

საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის 300,000-ზე მეტი სამედიცინო ხელთათმანი  გასულ კვირას მიიღო, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოში პირადი დაცვის აღჭურვილობის მიწოდების ნაწილია.

პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისობაზე შემოწმდა. პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას მიიღებს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონალური ლაბორატორია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, სასწრაფო დახმარების 4,200 ექიმი და სოფლის ექიმები საქართველოს მასშტაბით.

პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.

ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.

საინფრომაციო წყაროები მედიისთვის:

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu (link sends e-mail)

თამილა ზარდიაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, zardiashvilit@who.int (link sends e-mail)

 

 

Languages:
რედაქტორი: