ონლაინ კურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ენერგოსექტორში დარგობრივი ანგარიშვალდებულების შესახებ

15.09.2020

განაცხადების შეტანა 2020 წლის 23 სექტემბრამდე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა - რეგიონური ქმედებები" აცხადებს კონკურსს  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ენერგოსექტორში დარგობრივი ანგარიშვალდებულების საკითხებზე ახალ ონლაინ კურსში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ონლაინ კურსს ახორციელებს DiXi ჯგუფი და ენერგოპოლიტიკის კიევის სკოლა . განაცხადების შეტანა  2020 წლის 23 სექტემბრამდე: განაცხადის ფორმა.  რატომ გჭირდებათ ეს კურსი?ჩვენს მიერ არჩეული ენერგიის წყაროები და მოხმარებული ენერგიის რაოდენობა ცვლის ჩვენს პლანეტას. სხვადასხვა ენერგოწყაროები, რომლებსაც ვირჩევთ ჩვენი ქვეყნისათვის, ან  წესები, რომლებსაც ვნერგავთ ენერგობაზრებისათვის, ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.  თუ ენერგოსაკითხებზე გიმუშავიათ, ეს ყველაფერი არ გაგაკვირვებთ. ისიც გეცოდინებათ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი ამ თემებზე. და თუ ამას ეთანხმებით, შემოგვიერთდით და გაიგეთ მეტი ენერგოსექტორში არსებული სირთულეების შესახებ, როგორ გაუწიოთ ადვოკატირება ცვლილებებს და ადევნოთ თვალი აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიმღებ უმნიშვნელოვანეს აქტორებს. თუ მათ შორის ხართ, ვისაც აღელვებს გარემო და შეშფოთებულია კლიმატის ცვლილებით, მაგრამ შესაძლოა ერიდებით ენერგოთემატიკას, რადგან გეჩვენებათ, რომ თქვენთვის ზედმეტად ტექნიკური საკითხია, შემოგვიერთდით და მიიღეთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც თქვენი სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ. უკეთ გააცნობიერებთ, თუ როგორ ზემოქმედებს ენერგოსექტორი თქვენს მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით საქმიანობაზე და როგორ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ პოლიტიკის შემუშავებაში უკეთესი გარემოსდაცვითი შედეგების მისაღწევად.   ვისთვისაა განსაზღვრული ეს კურსი?• აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის ნებისმიერი შესაბამისი პროფკავშირული ორგანიზაციის ან სხვა დარგობრივი ასოციაციის ლიდერების, მენეჯერებისა და სხვა წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მუშაობენ ენერგო, კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე;• აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ენერგო, კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვით საკითხებში. რა შედეგს მიაღწევთ ამ კურსის გავლით?

  • შეისწავლით, თუ როგორ გააძლიეროთ თქვენი ინსტიტუციონალური შესაძლებლობები და დარგობრივი ექსპერტიზა;
  • უკეთ გაეცნობით ენერგეტიკის სექტორს, კლიმატის ცვლილებას და სხვა შესაბამის გარემოსდაცვით საკითხებს ეროვნული, რეგიონული, ევროკავშირის და საერთაშორისო პერსპექტივიდან;
  • გააუმჯობესებთ უნარებს შესაბამის პოლიტიკის დიალოგში ჩართვის, პოზიტიური ცვლილებების მონიტორინგისა და ადვოკატირებისათვის;
  • უკეთ შეძლებთ განსაზღვროთ ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სექტორებში არსებული ის სფეროები, რომლებიც საჭიროებენ ინტერვენციას პოლიტიკის პოზიტიური ცვლილებებისათვის;
  • შეძლებთ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება კოლეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან.

 ჩვენი კურსი დაგეხმარებათ აღნიშნული მიზნების მიღწევაში, უზრუნველყოფს რა წვდომას ქვემოთ ჩამოთვლილზე:

  • ონლაინ მოდულები;
  • ინტერაქტიული ვებინარები ტრენერებთან და კოლეგებთან;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ადგილობრივი ექსპერტიზა;
  • რეალური მაგალითები და ენერგეტოსექტორის შემთხვევების შესწავლა;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობები.

 რას შეისწავლით?კურსი დაყოფილია ოთხ სხვადასხვა სავალდებულო მოდულად: მოდული 0: გაარკვიეთ თქვენი როლიმოდული 0 წარმოადგენს დეტალურ მიმოხილვას, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გაიუმჯობესონ ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, დარგობრივი ექსპერტიზა და უნარები, გახდნენ პოლიტიკის დიალოგის ეფექტური და გავლენიანი ნაწილი.მოდული 1: გონივრულად შეარჩიეთ თქვენი ინსტრუმენტები/საშუალებებიაღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდული 1 მიმოიხილავს კონსულტაციებს, ადვოკატირებასა და ლობირებას შორის არსებულ განსხვავებებს, როგორც საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მოხდენის მთავარ ინსტრუმენტებს. მოდული ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის სამი განზომილების დეტალურ განმარტებას: დიალოგს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან - და ეს ყველაფერი დაფუძნებული იქნება რეალურ მაგალითებსა და შემთხვევების შესწავლაზე. მოდული 2: იცნობდეთ ენერგეტიკის სექტორსმოდული 2 გთავაზობთ ენერგეტიკული სექტორის ძირითადი საყრდენების - პოლიტიკის, კანონმდებლობის, საბაზრო მოწყობისა და მდგრადობის დეტალურ და სტრუქტურულ მიმოხილვას. მოდული 2 გაგაცნობთ სუფთა და მდგრადი ენერგოწყაროების გამოყენებაზე გადასვლის საფუძვლებს, რაც ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებებსა და ინტერესებზე, მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და არაგამჭვირვალე და მანიპულაციური პრაქტიკის აღმოფხვრას. ექსპერტთა ვებინარები: აღმოაჩინეთ რეალური მაგალითები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდანბოლოს, მოდული 3 გთავაზობთ ყველა განხილული მასალის სინთეზს ინტერაქტიული ვებინარების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის პრაქტიკოს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. ეროვნული ენერგოსისტემებისა და მდგომარეობის შესახებ სპეციციფიური ინფორმაციის გარდა, ვებინარები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, გამოიყენონ ახლად მიღებული ცოდნა აღმოსავლეთის პარტნიორობის კონკრეტული ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე პოლიტიკის ადვოკატირებისა და დიალოგის საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სტრატეგიის განსასაზღვრად. როდის იგეგმება კურსი?კურსის დაწყება დაგეგმილია 2020 წლის 19 ოქტომბერს და გაგრძელდება 2020 წლის 23 დეკემბრამდე (საბოლოო დავალებების შესრულების ვადა). კურსის ხანგრძლივობაა 10 კვირა, ხოლო ძირითადი მასალებისთვის სავარაუდო ყოველკვირეული სასწავლო დრო დაახლოებით 4 საათს შეადგენს.

  • კურსი დაიწყება 19 ოქტომბერს შესავალი ვებინარით და მოდულით 0: გაარკვიეთ თქვენი როლი
  • 26 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე დაგეგმილია მოდული 1: თქვენი ინსტრუმენტები/საშუალებები.
  • 9 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დაგეგმილია მოდული 2: იცნობდეთ ენერგეტიკის სექტორს.
  • მოდული 3 (ვებინარები): აღმოაჩინეთ რეალური მაგალითები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ექნება ინტერაქტიული ვებინარების ფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის პრაქტიკოსი ადგილობრივი ექსპერტი, დაიწყება 23 ნოემბერს და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში.
  • კურსი დასრულებისა და საბოლოო დავალებების წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 23 დეკემბერი.

 გთხოვთ, დარწმუნდით, რომ შეძლებთ ყველა მითითებულ აქტივობაში მონაწილეობის მიღებას! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მითითებული თარიღები შეიძლება ოდნავ შეიცვალოს. როგორ შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი?გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა 2020 წლის 23 სექტემბრამდე. მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი გამოცდილებისა და კურსში მონაწილეობის მოტივაციის საფუძველზე. კიდევ რა უნდა იცოდეთ?აქ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი კურსის შესახებ:

  • ფორმატი: 100%-ით ონლაინ: ვიდეო ლექციები + ვებინარები + პრაქტიკული შემთხვევები + ფორუმის დისკუსიები.
  • ენა: ონლაინ მოდულები ხელმისაწვდომი იქნება როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ენებზე. მონაწილეთა მოთხოვნის შემთხვევაში, ვებინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რუსული თარგმანით.
  • კურსის დაწყება: 19 ოქტომბერი
  • ხანგრძლივობა: 10 კვირა
  • შერჩეულ მონაწილეთა რაოდენობა: ჩვენი მიზანია, შევარჩიოთ დაახლოებით 60 აქტიური მონაწილე
  • დამატებითი სარგებელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეალური მაგალითები + კურსის დასრულების სერთიფიკატი + საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების შესაძლებლობა, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლოა გაზიარებულ იქნას ევროკავშირსა და ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან
  •