ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს

10/08/2020 - 09:03
გრანტები

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა : 2020 წლის 4 სექტემბერი, 20:00.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.
 
Action Against Hunger ორგანიზაციასთან „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“  (KRDF) პარტნიორობით მხარს უჭერს ახმეტის LAG -ს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში.
 
საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახმეტის LAG -ის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნის „ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესება“ განხორციელებას.
 
აღნიშნული მიზნის  მისაღწევად,   ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განისაზღვრა სამი პრიორიტეტი:
  1. საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს გაუმჯობესება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობით
  2. ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება  სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორებში თვითმდგრადობის განვითარების ხელშეწყობით
  3. სოციალური სექტორის გაძლიერება სოციალური ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზით
დაფინანსების მისაღებად, საპროექტო წინადადება შესაბამისობაში უნდა იყოს  სტრატეგიის  ცხრილში მითითებულ სულ მცირე ერთ ქმედებასთან, განაცხადში ნათლად უნდა განმარტოთ,  რომელ ქმედებას შეესაბამება თქვენი პროექტი.
პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ქმედებისთვის ცხრილში მითითებული მინიმალური და მაქსიმალური ბიუჯეტის ოდენობას.
განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი თანადაფინანსება. ყოველი ქმედების მინიმალური თანადაფინანსება, ფულადი და არაფულადი, ასევე მოცემულია ცხრილში.
როგორ ჩატარდება განაცხადების მიღების პროცესი?
 
საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
 
I ეტაპი -საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენა
II ეტაპი - სრული საპროექტო წინადადების წარდგენა
 
განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ახმეტის LAG-ს ვებ გვერდზე www.akhmetalag.ge და ფეისბუქ  გვერდზე Akhmeta LAG
 
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა : 2020 წლის 4 სექტემბერი, 20:00. 
 
განმცხადებელი ვალდებულია შეავსოს განაცხადის ფორმის ყველა პუნქტი და წარადგინოს განაცხადის მოწოდების დადგენილ ბოლო ვადამდე. ყველა განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: akhmetalag@gmail.com  
პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში ევროკავშირის დახმარებით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს  საქართველოს მოწყვლადი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება  და სიღარიბის შემცირება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემზე დაფუძნებულ მიდგომას, ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის მუნიციპალიტეტში.
 
ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ინიციატივა, რომელიც   დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოში. პროგრამა  საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან, ჯამური ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო, და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge
 
საკონტაქტო პირები:
ლევან შაშიაშვილი,  კოორდინატორი, KRDF: +995 577 326 826  levanishashiashvili@gmail.com
სვეტლანა ბორჩაშვილი, LAG-ის კოორდინატორი: +995 595 113 314                                             sveta.borchashvili@gmail.com
გიორგი სანტურიანი, პროგრამის მენეჯერი, Action Against Hunger: +995 591 635 293 g.santuryan@sc.acfspain.org
პოლ ჰორი, კომუნიკაციის ოფიცერი, Action Against Hunger: +995 595 259 439 phoare@sc.acfspain.org
 
Languages:
რედაქტორი: