Delegation of the European Union to Georgia

Hill Inn - ლაქშერი კემპინგი მთიან აჭარაში

10/08/2020 - 14:20
Nachrichten

თუ გსურთ, მთაში სრული კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაისვენოთ, მაშინ ქედის სოფელ დანდალოში არსებული ლაქშერი კემპინგი თქვენთვისაა.

Hill Inn ქართული სტარტაპია, რომლის მიზანია საქართველოს მთიან რეგიონში დამსვენებელს მაღალი კლასის სერვისი შესთავაზოს. ბიზნესის სათავეში 31 წლის ეკონომისტი, დავით არძენაძეა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სურვილი, ეკეთებინა ის საქმე, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებდა როგორც თავად მას, ასევე სხვებსაც. როგორც გვიყვება, დროთა განმავლობაში სხვადასხვა იდეაიხარშებოდა“ − ზოგი რეალური, ზოგიც აბსურდული. მათ უპირველესად, მეგობრებს უზიარებდა და უკუკავშირებსაც იღებდა. საბოლოო ჯამში, მსჯელობისა და საერთო ინტერესების აღმოჩენის შემდეგ, დავითმა და მისმა მეგობარმა, მაია ვერძაძემ, გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ ერთობლივი სტარტაპი სტუმარმასპინძლობის სფეროში: 

თავიდან იდეის მოკლე მონახაზი გავაკეთეთ, გავაანალიზეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იდეის ხორცშესხმაზე. უპირველესად, დავიწყეთ მაღალმთიან აჭარაში ადგილის ძიება. ჩემს მშობლიურ სოფელ დანდალოში ვნახეთ და შევიძინეთ ადგილი, რომელიც ზუსტად პასუხობდა ჩვენი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. პარალელურ რეჟიმში, დავიწყეთ დაფინანსების მოძიება, როგორც დონორებთან, ასევე, ბანკებთან. აღმოჩნდა, რომ ჩვენი იდეები სრულ თანხვედრაში იყო იმ პერიოდში ქედაში არსებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებთან. შესაბამისად, მივიღეთ დაფინანსება და იმ დღიდანვე დავიწყეთ საქმიანობა“, − გვიყვება დავითი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ლაქშერი კემპინგის სივრცე − Hill Inn, სადაც გარდა იმისა, რომ სტუმარს დახვდება ძალიან კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი სასტუმრო ნომრები, პანორამული ხედებით, დამსვენებლები ასევე ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით: სახლის კინოთეატრი და მცირე ბიბლიოთეკა; მოსასვენებელი სივრცეები; სპა აუზი/ჯაკუზი და საუნა.

საქართველოს მთებში არსებული სასტუმროების უმრავლესობა მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ღამისთევისა და კვების მომსახურებას, ლაქშერი კემპინგის შემთხვევაში კი აქცენტი გამახვილდება მთაში სტუმრის მაქსიმალური კომფორტის პირობებში დასვენებაზე და თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ნომრებში არსებულ კომფორტს, ასევე გარე პერიმეტრზე დასვენების მრავალფეროვნებასსწორედ ეს გამოარჩევს Hill Inn-.

თუ ერთხელ მაინც ნახავთ სოფელ დანდალოში არსებულ კემპინგის სივრცეს, მიხვდებით, რომ ბიზნესპარტნიორებს სტარტაპის დაფუძნებისას დიდი შრომა აქვთ გაღებული. როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა მიწის რეგისტრაცია, რომელიც არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამო, საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. გარდა ამისა, საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვნად გაძვირდა სამშენებლო მასალები, რის გამო გაცილებით მეტი თანხის ინვესტირება მოუწიათ დამფუძნებლებს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

Hill Inn- ამ ეტაპისთვის უკვე შეუძლია ორივე ნომერში სტუმრების მიღება. ნაწილობრივ მოწყობილია და სრულდება გარეთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც. ტერიტორია საშუალებას იძლევა, რომ სამომავლოდ განთავსდეს სხვა, უფრო ინოვაციური ტიპის დასასვენებელი ადგილები. დავითი და მაია გეგმავენ მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობას და სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო სერვისების მიწოდებას.

Hill Inn-მა დაფინანსება ქედას ადგილობრივი განვითარებსი ჯგუფისგან მიიღო, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სატემო ინიციატივაა და მიზნას ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების განვითარებას.

„ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდაჭერის მთავარი მიზანია მისცეს მოსახლეობას მოტივაცია თავადვე მოახდინონ ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირება და განახორციელონ აქტივობები საკუთარი ქალაქების განვითარებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად მთავარი იარაღი ადგილობრივი განვითარების ჯგუფია, რომელიც ევროკავშირის LEADER მიდგომას ეყრდობა. ამ მიდგომის მიხედვით ადგილობრივი განვითარების პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მთავრობა და ბიზნესები. აღნიშნული მეთოდი საშულებას იძლევა თითოეული დაინტერესებული მხარის ხედვა და ინტერესები იქნას გათვალისწინებული. ქედა საქართველოში შექმნილი თორმეტი ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან ერთ-ერთია, რომელიც ამტკიცებს ამ მოდელის წარმატებულობას. აღნიშნული მოდელის საშუალებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისეთი ინოვაციური იდეების განხორციელებას, როგორიც არის ეს საინტერესო და ინოვაციური ბიზნესი სოფელ დანდალოში, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტებს აღმოაჩინონ ეს ულამაზესი ადგილი, დაეხმარება ქედის მცხოვრებლებს წარმოაჩინონ თავიანთი ტრადიციები და ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას“ - აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი.

ქედას ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შემთხვევაში ტურიზმი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რამაც საშუალება მისცა მათ Hill Inn სტარტაპი დაეფინანსებინათ.

„ბოლო წლებში ქედის მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა სასტუმოების მომსახურებაზე  მოთხოვნის ზრდა. ჰილ ინნის პროექტის დაფინანსებისას, გარდა სასტუმროს სერვისების განვითარების პრიორიტეტისა, შერჩევის დროს პროექტმა დაიმსახურა მოწონება მისი ინოვაციურობის გამო. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის.“ - ამბობს გიორგი აბულაძე, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარე.

ბიზნესპარტნიორებს მიაჩნიათ, რომ სტარტაპის დაფუძნება და განვითარება დიდ დაბრკოლებებს გამოიწვევდა, რომ არა ევროკავშირის პროექტშიქედა ლიდერიჩართულობაპროექტის შესახებ გავიგეთ სოციალური ქსელიდან. პროექტის საინფორმაციო კამპანიის საშუალებით საკმაოდ ამომწურავი  ინფორმაცია მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. ზემოხსენებულ იდეას მივეცით პროექტის სახე და შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, მივიღეთ დაფინანსება. დაფინანსების მიღების გარეშე პროექტის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა და მსგავსი სახის მიცემას ვერც შევძლებდით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, „ქედა ლიდერიმუდმივ რეჟიმში მუშაობს ჩვენს განვითარებაზე, გვიწევს მენტორინგს, კონსულტაციებს; გვიტარებს ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს და ..“

 

ავტორი: Entrepreneur Georgia ჟურნალისტი, ანა ბიბილეიშვილი  

Languages:
Redaktionen: