ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

კარგი მოსავალი - საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მიერ ფერმერების მხარდაჭერის შესახებ

28/07/2020 - 11:32
News stories

 

ზაფხულია და საქართველოში ფერმერები მოსავალს იღებენ. ხორბლის, ქერის და შვრიის მინდვრებში კომბაინები მუშაობენ, მანქანები კი კარტოფილით, ბადრიჯნით, კიტრითა და პომიდვრით იტვირთება. ფერმერთა კალენდარში ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ იმკიან მას, რაც დათესეს. ზაფხულის მოსავლის აღების ეტაპი განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოში, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

წარმოების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ შეძლეს ფერმერებმა მოსავლიანობის 40% -ით გაზრდა და წარმოების ღირებულების 30% -მდე შემცირება, ამასთან სხვადასხვა გამოწვევებთან, მაგალითად გვალვასთან გამკლავება. ევროკავშირი FAO-სთან ერთად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით, ასწავლის თანამედროვე სოფლის მეურნეობის მიდგომებს, რომლის შედეგებსაც ფერმერები უკვე ხედავენ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ მოგიყვებით ზოგიერთი ამ ფერმერის წარმატების ისტორიას. მართალია სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, მთავარი მაინც ახალი მიდგომებია - გარემოსთან მეგობრული, და სწორად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობას - ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ფერმერებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციაში დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანი ნათელია - საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გავხადოთ.

ფაქტები და მონაცემები

ისტორიები

კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

 

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

 

ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის

 

აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

 

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

 

Languages:
რედაქტორი: