ვიზა ლიბერალიზაცია: ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიშს წარადგენს

10.07.2020

დღეს კომისია წარადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შეფასების შესახებ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სერბიის, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ. მოცემული ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება და უვიზო მიმოსვლას კვლავ მოაქვს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ანგარიშში დეტალურად არის განხილული უსაფრთხოებისა და მიგრაციის კონკრეტული სფეროები, სადაც შემდგომი ქმედებაა საჭირო.

დღეს კომისია წარადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შეფასების შესახებ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის  და სერბიის, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ. მოცემული ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება და უვიზო მიმოსვლას კვლავ მოაქვს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ანგარიშში დეტალურად არის განხილული უსაფრთხოებისა და მიგრაციის კონკრეტული სფეროები, სადაც შემდგომი ქმედებაა საჭირო.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ცხოვრების ევროპული წესის პოპულარიზაციის საკითხებში  მარგარიტას შინასმა განაცხადა: სულ უფრო მზარდად მობილურ სამყაროში, ევროკავშირი სამართლიანი და მოწესრიგებული მოძრაობისკენ მიისწრაფის და ამ მხრივ უვიზო მიმოსვლა ჩვენს პარტნიორ დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მთავარ მიღწევად რჩება. თუმცა, უვიზო მიმოსვლა პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, რომ ამ სფეროებში მიღწევებს შეინარჩუნებენ, რათა უზრუნველვყოთ უვიზო მიმოსვლა, რაც ჩვენს საერთო ინტერესშია.”

შინაგან საქმეთა საკითხებში კომისარმა ილვა იოჰანსონმა განაცხადა: „ვიზა ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ადამიანთა შორის კონტაქტებს და ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს შორის კავშირებს აძლიერებს. ეს არის ძლიერი საშუალება გარდამქმნელი რეფორმების წინსვლისთვის, მათ შორის მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში. გასული წლების განმავლობაში ვიხილეთ უვიზო მიმოსვლის მქონე პარტნიორების მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც ჩვენს კავშირს აძლიერებს. საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა ამ მიღწევების შესანარჩუნებლად.”

მიგრაცია, თავშესაფრი და საზღვრის მართვა

ყველა შეფასებული ქვეყანა აგრძელებს ზომების მიღებას არალეგალური მიგრაციის საკითხისა და საზღვრის დაცვის გამოწვევების მოსაგვარებლად. კოორდინაცია საზღვრის დაცვის ორგანოებს შორის და თანამშრომლობა რეადმისიისა და დაბრუნების შესახებ დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანასთან არის დადებითი. მოქალაქეთა უმრავლესობა უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნებიდან კეთილსინდისიერი მოგზაურები არიან, ვისაც ევროკავშირში გამგზავრების ლეგიტიმური საფუძველი აქვს. თუმცა, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით:

  •    მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საერთო რიცხვის შემცირება, მთლიანი რაოდენობა კვლავ შეშფოთების წყაროა, განსაკუთრებით ალბანეთისა და საქართველოს მიმართებაში. ბევრი შეფასებული ქვეყნიდან  მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია გაიზარდა.
  •    როგორც თავშესაფრის მაძიებლების, ისე დაბრუნების პროცედურის გავლის პროცესში მყოფი პირების განსახლების შესაძლებლობა არასაკმარისია დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინაში.
  •    დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) შეთანხმებების წარმატებული შესრულება ხელს შეუწყობს სასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას და უნებართვო შესვლის თავიდან აცილებას ძირითადი უფლებების სრული დაცვით. დარჩენილი შეთანხმებები სწრაფად უნდა დასრულდეს.
  •    ამ ანგარიშში შეფასებულმა უვიზო მიმოსვლი მქონე ყველა ქვეყანა დამატებითი ძალისხმევა უნდა გააკეთოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

ყველა ქვეყანამ განაგრძო ზომების მიღება ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გზით. ორმხრივი შეთანხმებები დასავლეთ ბალკანეთის ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად არის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი უსაფრთხოების პრიორიტეტულ სფეროებში სამოქმედოდ, მათ შორის არის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ყველა ფორმის პრევენცია და უცხოელი ტერორისტი მებრძოლების და მათი ოჯახების დაბრუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად:

  •    ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ყველა ქვეყნიდან კვლავაც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მოიცავს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით და სხვადასხვა აკრძალული საქონლით (კერძოდ, ნარკოტიკებით და თამბაქოთი) ვაჭრობას;
  •    ყველა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს და გააფართოვოს პროაქტიული ოპერატიული თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან და გააძლიეროს  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდაცვით სფეროში.
  •    მოლდოვა და უკრაინა განსაკუთრებით დაზარალდნენ გახმაურებული საბანკო თაღლითობების გამო, სადაც მცირე წინსვლაა მიღწეული დამნაშავეთა დასჯასა  და მოპარული აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოლდოვაში მნიშვნელოვანი ქმედებები განახორციელა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ძალისხმევა სრულად განხორციელდეს და შენარჩუნდეს. უკრაინაში მნიშვნელოვანია ანტი-კორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კიდევ უფრო გაძლიერება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისას არაპოლიტიკური და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების უზრუნველყოფის გზით. ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ იქნება დამოკიდებული და დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაში კონკრეტულ წინსვლაზე, კერძოდ კი ანტიკორუფციულ და მართლმსაჯულების სფეროებში.

შემდეგი ნაბიჯები

ევროკომისია განაგრძობს ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებს მონიტორინგს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების, და ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის რეგულარული შეხვედრების საშუალებით და ევროკავშირსა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის დიალოგის გზით; რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, წარმოდგენილი იქნება რეგულარული ანგარიშები გაფართოებასთან დაკავშირებით, და სადაც რელევანტურია, მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია განაგრძობს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოსთვის ანგარიშს წარდგენს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

საკითხის ისტორია

დღევანდელი ანგარიში პასუხობს ევროკომისიის ვალდებულებას სავიზო რეჟიმის შეჩერების გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის მარტში იქნა მიღებული და ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა უწყვეტი შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ამ საკითხებზე ანგარიშგებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთან სულ მცირე წელიწადში ერთხელ. დღევანდელი ანგარიში მესამეა სავიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მოჰყვება 2017 წლის დეკემბრის პირველ ანგარიშს და 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ მეორე ანგარიშს.

ამ ანგარიშის მონაცემები ასახავს 2019 კალენდარულ წელის და 2020 წლის პირველ ნახევარს.

საერთო ჯამში, უვიზო მიმოსვლის სქემამ თავის მიზანს მიაღწია: მან გაამყარა ადამიანებს შორის კონტაქტი დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის დიასპორებთან წევრ სახელმწიფოებში, გააძლიერა ბიზნეს შესაძლებლობები და კულტურული გაცვლები, და საშუალება მისცა უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებს ევროკავშირი უკეთ გაეცნოთ.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შეფასება შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და გზამკვლევების თანახმად, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, სადაც აუცილებელია შემდგომი მუშაობა მდგრადი პროგრესის მისაღწევად.

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლის დეკემბრის შემდეგ შეუძლიათ. ალბანეთისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს კი ამის შესაძლებლობა 2010 წლის ბოლოდან აქვთ. მოლდოვას რესპუბლიკისთვის უვიზო მიმოსვლა 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა, საქართველოსთვის - 2017 წლის მარტიდან, ხოლო უკრაინისთვის 2017 წლის ივნისიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

კითხვები და პასუხები: ანგარიში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე

სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გაძლიერება

პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში

მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში

სამუშაო დოკუმენტი ევროკომისიის თანამშრომლებისთვის