ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველო პირველ 15 ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს 1 ივლისს გაუხსნის

30/06/2020 - 20:38
News stories

დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ. მოგზაურობის შეზღუდვები უნდა მოიხსნას რეკომენდაციაში ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის, ეს სია გადახედვას ექვემდებარება და, გარემოებებიდან გამომდინარე, ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ. მოგზაურობის შეზღუდვები უნდა მოიხსნას რეკომენდაციაში ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის, ეს სია გადახედვას ექვემდებარება და, გარემოებებიდან გამომდინარე, ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

რეკომენდაციით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე, 1 ივლისიდან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ გარე საზღვრებზე მოგზაურობის შეზღუდვების გაუქმებ შემდეგი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის:

  • ალჟირი;
  • ავსტრალია;
  • კანადა;
  • საქართველო;
  • იაპონია;
  • მონტენეგრო;
  • მაროკო;
  • ახალი ზელანდია;
  • რუანდა;
  • სერბეთი;
  • სამხრეთ კორეა;
  • ტაილანდი;
  • ტუნისი;
  • ურუგვაი;
  • ჩინეთი - ექვემდებარება დადასტურებას, თუკი ჩინეთიც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანის მაცხოვრებლები ამ რეკომენდაციაში ევროკავშირის რეზიდენტებად განიხილებიან.

იმ მესამე ქვეყნების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლისთვისაც მოგზაურობის არსებული შეზღუდვა უნდა  გაუქმდეს, მოიცავს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და (ავადმყოფობის) გავრცელების შეჩერების ზომებს, როგორიც არის ფიზიკური დისტანცირება და ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. ეს მიდგომა კუმულაციურია.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ

  • COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე იყოს ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ნაკლები (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-ზე, სადაც მხედველობაში მიიღება არსებული ინფორმაცი, მათ შორის, ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, (ავადმყოფობის) გავრცელების შეჩერება, მკურნალობა და ანგარიშგება, ასევე ინფორმაციის სანდოობა და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა (IHR). ასევე გათვალისწინებული უნდა ყოს ევროკავშირის წარმომადგენლობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

რეგულარულად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ორმხრივობა.

იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოგზაურობის შეზღუდვები კვლავ ძალაშია, შეზღუდვები უნდა მოიხსნას შემდეგი კატეგორიების პირებისთვის:

  • ევროკავშირის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
  • ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტები და მათი ოჯახის წევრები;
  • რეკომენდაციით გათვალისწინებული აუცილებელი ფუნქციის შესრულებ ან საჭიროების მქონე მოგზაური პირები.

ეს რეკომენდაცია ასევე ვრცელდება შენგენის ასოცირებულ ქვეყნებზე (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია).

ემდგომი ნაბიჯები

საბჭოს რეკომენდაცია არ არი იურიდიულად დამავალდებ დოკუმენტი. წევრი სახელმწიფოების ორგანოები პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციის შინაარსის შესრულებაზე. მათ სრული გამჭვირვალობის დაცვით შეუძლიათ მოგზაურობის შეზღუდვა  ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის მხოლოდ თანდათანობით გააუქმონ.

წევრმა სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს მოგზაურობის შეზღუდვის გაუქმება იმ  მესამე ქვეყნებისთვის, რომელიც არ არის სიაში, სანამ ეს კოორდინირებულად იქნება გადაწყვეტილი.

მესამე ქვეყნების ეს სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადახედვას ექვემდებარება და შესაძლ განახლდეს საბჭოს მიერ, გარემოებებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე საერთო შეფასების შედეგად კომისიასთან და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და სამსახურებთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ.

მოგზაურობის შეზღუდვები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხსნას ან შემოღებულ იქნას კონკრეტული მესამე ქვეყნისთვის, რომელიც უკვე არის სიაში, ზოგიერთი პირობის ცვლილებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შედეგად. თუ სიაში მოხვედრილ მესამე ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად გაუარესდება, საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

საკითხის ისტორია

2020 წლის 16 მარტს კომისიის კომუნიკაციის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში ნებისმიერი არაარსებითი მოგზაურობა დროებით იზღუდებოდა. ევროკავშირის სახელმწიფოების ან მთავრობების ხელმძღვანელები ამ შეზღუდვის განხორციელებაზე 17 მარტს შეთანხმდნენ. მგზავრობის შეზღუდვა გაგრძელდა შემდეგ თვეებშიც, 2020 წლის 8 აპრილის და 2020 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებებით.

11 ივნისს კომისიის კომუნიკაციის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, შეზღუდვა 2020 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა და 2020 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის შეზღუდვის თანდათანობით მოხსნის მიდგომა განისაზღვრა. ამის შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შორის დაიწყო განხილვები თუ რა  კრიტერიუმები და მეთოდოლოგია უნდა იქნას გამოყენებული.

 

Languages:
რედაქტორი: