ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ესტუმრა კახეთს, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად.

27/06/2020 - 10:11
News stories

2020 წლის 25-26 ივნისს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ესტუმრა კახეთს რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად.

პირველი პროექტი, რომელიც მან მოინახულა იყო თელავის სმენისა და მეტყველების სახლი, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოფლად სოციალური მომსახურების მომწოდებელთა მხარდაჭერა“ ფარგლებში უზრუნველყოფილი გრანტის დახმარებით შეიქმნა.

ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს

კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩმა აგრეთვე მოინახულა პროექტები ეკონომიკური განვითარების სფეროდან. ყვარელში ის ეწვია ორ საწარმოს, რომლებმაც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ბიზნეს პროგრამის ფარგლებში ისარგებლეს საკონსულტაციო მხარდაჭერით:

  • არომა პროდუქტი ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ამუშავებს ხილსა და ბოსტნეულს და აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ წვენებს. კომპანია აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

  • კომპანია „ყვარლის ბაგა“ ყვარელში მდებარე რძის მწარმოებელი საწარმოა, რომელმაც ისარგებლა მხარდაჭერით როგორც სწორი ფინანსური მართვის კუთხით, ასევე აგრონომიის სპეციალისტების კონსულტაციით

თამარიანში ელჩი ჰარცელი ეწვია სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთს, რომელიც გაშენდა FAO-ს მიერ განხორციელებული ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ახდენს თანამედროვე ფერმერული მიდგომების უპირატესობების წარმოჩენას, ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში და სტაჟირების მეშვეობით ახორციელებს ახალგაზრდა ფერმერების ტრენინგს.

Languages:
რედაქტორი: