ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია, 2020 წლის 11 ივნისი

ბრიუსელი, 12/06/2020 - 15:50, UNIQUE ID: 200612_8
Press releases

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების ვიდეო კონფერენციას, რომელშიც ასევე სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მონაწილეობდა. ვიდეო კონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) 2020 წლის 18 ივნისს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეო კონფერენციის მოსამზადებლად შეიკრიბნენ.

ძირითადი შედეგები

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა  აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების ვიდეო კონფერენციას, რომელშიც ასევე სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეი მონაწილეობდა.

ვიდეო კონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელრუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) 2020 წლის 18 ივნისს  დაგეგმილაღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეო კონფერენციის მოსამზადებლად შეიკრიბნენ.

მინისტრების ვიდეო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილედან ერთი წლის შემდეგ გაიმართა, რაც 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ ერთობლივი კომუნიკაციის გამოქვეყნების შემდეგ წარსულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე დაფიქრების საშუალებას იძლევა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმატების ისტორიაა. გვინდა, რომ ეს წარმატების ისტორია ჩვენი ყველა მოქალაქის სასარგებლოდ გაგრძელდეს. 11 წლის წარმატებული პოლიტიკის შემდეგაც კი, მჯერა, რომ ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ”

მინისტრებმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი განვითარების გაგრძელების მტკიცე მზაობა დაადასტურეს. მათ ასევე გამოხატეს ურთიერთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებულ ზიანთან გამკლავებასთან დაკავშირებით.

მათ გაცვალეს მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი დღის წესრიგის მიმართებაში, რათა 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაციისა და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე  2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის კონკრეტული და ოპერატიული შედეგების შემუშავებისთვის ნიადაგი მოემზადებინათ.  

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს თვეებში მომავალ შედეგებზე მუშაობას  გააგრძელებენ, იმისათვის, რომ ეს შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე წარადგინონ და მიიღონ.

მონაწილეებმა შემდეგ COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი განიხილეს.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მხარდაჭერა იყო გლობალური ქმედების ნაწილი, რომელიც მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს.

ევროკავშირმა ევროპის გუნდის“ (Team Europe) რეაგირების ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მხარაჭერისთვის 1 მილიარდ ევრომდე გამოყო, როგორც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუყოვნებლივი დახმარების გასაწევად, ასევე შემდგომი ზომებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევას.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ''ინფოდემიის“ ფენომენზე, რამაც ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის ყოველდღიური გავრცელება და მოქალაქეების ცხოვრებაზე ზეგავლენა გამოიწვია, და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისწვდომობის და დეზინფორმაციის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

საკითხის ისტორია

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების ვიდეო კონფერენცია ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის წინა სამიტის (2017 წლის ნოემბერში) ჩატარებიდან ორ წელიწადნახევრის შემდეგ გაიმართა. ამასთან, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულებები თანამშრომლობის ოთხ ძირითად სფეროსთან დაკავშირებით (ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები; ინსტიტუციების გაძლიერება და კარგი მმართველობა; კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები) და შეთანხმდნენ 20 შედეგზე 2020 წლის პოლიტიკის დღის წესრიგისთვის.

2020 წლის 18 მარტს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდეგ პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია გამოაქვეყნა და 2020 წლის 11 მაისს საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო.

ერთობლივ კომუნიკაცისა და საბჭოს გადაწყვეტილებებში მოცემულია 2020 წლის შემდეგ ახალი გრძელვადიანი პოლიტიკის მიზნები, ევროპული საბჭოს 2019 წლის ივნისი წინადადების შესაბამისად. კერძოდ, იგი მოიცავდა სიცოცხლისუნარიანობის გაძლრება, როგორც ყოვლისმომცველი პოლიტიკის ჩარჩოს და 2020 წლის შემდეგ პოლიტიკის ხუთი გრძელვადიანი მიზანი დასახ:

    ეკონომიკა და კავშირებ

    ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, კანონის უზენაესობა

    ეკოლოგიური ტრანსფორმაცია

    ციფრული ტრანსფორმაცია

    სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები

 

რედაქტორის ნაწილი: