ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება

თბილისი, 11/05/2020 - 18:00, UNIQUE ID: 200511_9
Remarks

8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების  ისტორიული მიღწევაა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იქნა მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად.

8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების  ისტორიული მიღწევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იქნა მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ  დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ქონოდათ. ამ დისკუსიების შინაარსის გასაჯაროება ან შეთანხმების ინტერპრეტაციარ არის ჩვენი როლი.

 

დილოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. დადებითად შეაფას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან - ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ.

Languages:
რედაქტორის ნაწილი: