ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის განცხადება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში

თბილისი, 27/04/2020 - 11:31, UNIQUE ID: 200427_14
Local Statements

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით აკეთებს

კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელიც აიძულებს ქვეყნებს, მოქალაქეებსა და მთავრობას ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ. ის ყველაზე ახდენს გავლენას.

პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის. ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული.

ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს.

გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებ. საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრეს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახ ძალადობის  შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ბავშვს, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა. ამავდროულად, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ამ რთულ დრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და განათლება, ეკონომიკური მხარდაჭერა და ნებისმიერი შესაძლო დისკრიმინაციისგან დაცვა.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ნფორმირებ ოჯახებ, ცალკეული ადამიანების და თემებ პრობლემების შესამსუბუქებლად. მისასალმებელია, რომ დახმარების ამსახურები, როგორიცაა სატელეფონო ხაზი 112 და თავშესაფრები, ხელმისაწვდომია გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და კრიზისულ სიტუაციაზეა მორგებული. ასევე მისასალმებელია შემდგომი ზომები, როგორიცაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება მათი ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ისევე როგორც ნდობის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებ.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ ის მძიმე ტვირთ, რომელ ამ კრიზისის შედეგად დააწვა ბევ ქალ, ვინც წინა ხაზზე მუშაობს ვირუსით მეტად მოცულ ფეროებში, ჯანდაცვასა და სოციალური სერვისებში. ამავდროულად, არის მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ ოჯახებზეიზრუნებენ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები,  სკოლები და სერვისები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აღარ არის ხელმისაწვდომი.

საქართველოს მიერ ამ კრიზისის დაძლევი საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებას.  კორონავირუსის დაძლევისთვის ხელისუფლების და კერძო სექტორის მიერ ზომებ მიღების და სტრატეგიებ შემუშავების პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო გენდერულ ანალიზს საქართველოს მიერ პანდემიის ამ ერთერთ მთავარ, ნეგატიურ გვერდით ეფექტთან წარმატებით გამკლავებისთვის.  

Languages:
რედაქტორის ნაწილი: