ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოს COVID-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება

09/04/2020 - 12:10
News stories

გუშინ ევროკავშირმა გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების  მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ და თავისი რესურსებიდან 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო, რაც საქართველოსთვის გამოყოფილ 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას მოიცავს.

ევროპა თავად ებრძვის კოვიდ -19–ის პანდემიას და ცდილობს მისი მწვავე შედეგების დაძლევას, თუმცა, ის კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში.  ეს თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და  გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გაართვას თავი ამ  ეკონომიკურად რთულ პერიოდში.   ეს დაფინანსება გრანტის და არა სესხის სახით გამოიყოფა და დაემატება დახმარების იმ პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა;  საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება  250 მილიონ ევროზე მეტია”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

დახმარება, რომლის შესახებ გუშინ გამოცხადდა, ემატება 30 მარტს გამოცხადებული საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების პირველ პაკეტს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://eeas.europa.eu/delegations/georgia/76722/node/76722_ka

შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კოვიდ -19 კრიზისის დაძლევაში: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/77162/node/77162_ka

დამატებითი ინფორმაცია დახმარების გლობალური პაკეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_20_604

მონაცემები აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: PDF icon coronavirus_support_for_eap_april_ge.pdf

მთლიანი დახმარება გამოყოფილია ევროპის გუნდის (Team Europe) რეაგირების ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რესურსებს.

Languages:
რედაქტორი: