ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ საგრანტო კონკურსს აცხადებს

27/03/2020 - 15:39
გრანტები

საგრანტო კონკურსი იწყება 27 მარტს და დასრულდება 6 აპრილს 18:00 საათზე.

 

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში, CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD) და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), აცხადებს საგრანტო კონკურსს: „ახალი გამოწვევები - ახალი შესაძლებლობები“, რომლის მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს და უპასუხოს იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგა საქართველო კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული “COVID-19” პანდემიის შედეგად.  

საგრანტო კონკურსი იწყება 27 მარტს  და დასრულდება 6 აპრილს 18:00 საათზე.

საგრანტო კონკურსი მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:

  • ონლაინ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთოხების წესებთან მიმართებაში
  • მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა

მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს ქედის მუნიციპალიტეტზე.

გრანტის მაქსიმალური ოდენობაა: 3,000 ევრო ექვივალენტი ლარში.

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია საქართველოში მოქმედ შემდეგ ერთეულებს:

  • საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საინიციატივო ჯგუფები
  • კოოპერატივები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები

აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარმოდგენის უფლება.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2wGctDs

საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე.

განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა, სამოქმედო გეგმა და ბიუეჯტი) ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: grant@kedalag.ge გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის  დასახელება - საგრანტო კონკურსი: ახალი გამოწვევები -  ახალი შესაძლებლობები.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 6 აპრილი, 18:00 საათი.

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

წინამდებარე საგრანტო კონკურსთან  დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქედის  LAG-ის თავმჯდომარეს, გიორგი აბულაძეს: +995 577 17 37 06

პროექტს ახორციელებს CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR) - ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG).

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

Languages:
რედაქტორი: