ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

კორონა ვირუსი (COVID-19): ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის დროებითი შეზღუდვა

19/03/2020 - 06:22
News stories

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობ30 დღის ვადით დროებით შეზღუდებ. ამ პერიოდის ნებისმიერი შესაძლო გახანგრძლივება შეფასდება მოვლენათა შემდგომ განვითარებიდან გამომდინარე.

მოგზაურობის დროებითი შეზღუდვა ითვალისწინებს გამონაკლისებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის და შენგენის ასოცირებული სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის 2020 წლის ბოლომდე იგივე წესები მოქმედებს როგორც ევროკავშირის მოქალაქეებთვის), იმისთვის რომ ისინი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. გამონაკლისი ასევე გათვალისწინებულია აუცილებელი ფუნქციის შესასრულებლად ან საჭიროების მქონე მოგზაური პირებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

რედაქტორი: