ევროკავშირმა გამოაქვეყნა ერთობლივი კომუნიკაცია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის“

19.03.2020

გუშინ, 18 მარტს, ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაცია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის". საქართველოსთვის ეს ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებას ეკონომიკის, სამუშაო ადგილბის შექმნის, კავშირებისა და დმოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში. სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე. 

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა: ,,ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა. ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებად რჩება. ერთ–ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად, მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე, ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრელოთ ამ საკითხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.“

იხილეთ მეტი: