ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველო და ევროკავშირი

11/05/2016 - 17:20
EU relations with Country

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ძალზე მჭიდრო და პოზიტიურია. ასოცირების შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

ხელმძღვანელობს რა მათი საერთო ღირებულებებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს.

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას (AA). ეს ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. საქართველოს გააჩნია მზარდი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების ამბიცია. ასოცირების ხელშეკრულების (AA) ინსტიტუციონალური ჩარჩო ადგენს ორგანოებს, როგორიცაა ასოცირების საბჭო განაცხადის საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს.

თავად ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შედეგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც საქართველო ერთერთია 16 პარტნიორი ქვეყნისგან. იგი აძლიერებს კეთილდღეობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის. 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), რომელიც მოიცავს საქართველოს, გაფართოებულ თანამშრომლობას და ასევე ხაზგასმულია რეგიონის მნიშვნელობა. ისევე როგორც მხარდამჭერი რეფორმები, EaP მუშაობს მოქალაქეთა უფრო მეტი მობილურობისა და ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით რიგ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

გარდა ამისა, ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკისა საქართველოს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ისევე როგორც რჩება ჩართული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების საქმეში, გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონში არსებული უფრო ფართო რეგიონალური, ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად, ევროკავშირმა ინიცირება გაუკეთა უფრო აქტიურ თანამშრომლობას შავი ზღვის სინერგიის (BSS) საშუალებით.

საქართველომ განიცადა მყარი ეკონომიკური ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რომლებიც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს გარემოს გამარტივებას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში საერთაშორისო თანამშრომლობით. ეს მოიცავს ევროკავშირის საკანონმდელო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებას.

ევროკავშირი ასევე ეხმარება საქართველოს სისტემატური საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელებაში, რომლის დახმარებითაც საჯარო რესურსების ეფექტური ბიუჯეტირება, აღრიცხვა და აუდიტი გამოიწვევს უფრო ეფექტურ განაწილებას. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს. 

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წინასწარ ამოქმედდე 2014 წლის 1 სექტემბერს. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, შეწყვიტა ამ პროგრამით სარგებლობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა, დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.

ევროკავშირი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენციის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემების და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც უზრუნველყოფს სტანდარტებთან შესაბამისობას. 2017 წლის სექტემბრიდან ევროკომისიის ონლაინ პორტალმა ,,Export Helpdesk“ (ექსპორტის ხელშეწყობა) სახელი შეიცვალა და გახდა ,,Trade Helpdesk“ (ვაჭრობის ხელშეწყობა) – ანუ ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის წესებისა და გადასახადების გზამკვლევი http://trade.ec.europa.eu/tradehelp/

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

2016 წლის ევროსტატის მონაცემების მიხედვით ევროკავშირი საქართველოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს მთლიანი ვაჭრობის წილის 30% უკავია  (საერთო ექსპორტის 27% და იმპორტის 31% ). ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორთა სიაში საქართველოს 77–ე ადგილი უკავია.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტმა უმნიშვნელოდ,  2%–ით დაიკლო და 2.51 მილიონი ევრო შეადგინა. ამავე პერიოდში ევროკავშირიდან იმპორტი 6.7%–ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან ევროკავშირში იმპორტმა 25%–ით დაიკლო. კლების ძირითადი მიზეზი იყო ნედლი და ნახევრად–მზა საქონელზე ფასების ვარდნა. მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის დონე სტაბილურად იყო შენარჩუნებული.

2/17 წლის იანვარ– მარტში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 234 მილიონი ევრო შეადგინა. ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტი 2.3%–ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან ევროკავშირში იმპორტი –  79.9%–ით.

ევროკავშირი უზრუნველყოფს 100 მილიონზე მეტი დახმარებას საქართველოსთვის ყოველწლიურად. დაფინანსება ძირითადად მოდის ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტიდან (ENI), რომელიც ეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში AA დასახული მიზნების მიღწევაში. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, რომელსაც ასევე ეწოდება ევროკავშირ/საქართველოს სამოქმედო გეგმა, აყალიბებს ამ მიზნების მისაღწევ გზებს.

ევროკავშირის ძირითადი პრიორიტეტები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაში ჩამოყალიბებულია ერთიანი მხარდაჭერის ფარგლებში, რომელშიც გამსაზღვრულია სამი ცენტრალური სექტორული სფერო:

  • სახელმწიფო მართვის რეფორმა
  • სოფლის მეურნეობის და სოფლის რეგიონების განვითარება
  • იუსტიციის სექტორის რეფორმა.

საქართველო აგრეთვე სარგებლობს ევროკავშირის რეგიონალური და ENI-ის დაფინანსებული საერთაშორისო სამოქმედო პროგრამებით, რომლებიც უზრუნველყოფენ: ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას; მეზობლებთან ურთიერთკავშირს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გარემოს დაცვა; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ევროკავშირის ისეთი პროგრამების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა Erasmus+, Horizon 2020 და ‘კრეატიული ევროპა’.

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ ინიციატივებზე შეგიძლიათ იხილოთ პროექტების გვერდზე.  ინფორმაცია ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ტენდერებსა და საკონკურსო განაცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-4 მიზნის შესაბამისად, ევროკავშირი მოწოდებულია ‘უზრუნველყოს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება ყველასათვის და ხელი შეუწყოს განათლების მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებას’. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში განათლებას პირდაპირი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში და კონკრეტული პროექტების ფინანსირებით.

დამატებით, ქართველებისთვის ევროკავშირში არსებობს მთელი რიგი სწავლის და მობილობის შესაძლებლობები. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივონ ევროკავშირთან, მის პოლიტიკებზე და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, ასევე ხელი შეუწყოს ურთიერთ კულტურულ გაგებას ქვეყნებს შორის მობილობის მხარდაჭერით.

დამატებით, ქართველებისთვის ევროკავშირში არსებობს მთელი რიგი სწავლის და მობილობის შესაძლებლობები. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივონ ევროკავშირთან, მის პოლიტიკებზე და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, ასევე ხელი შეუწყოს ურთიერთ კულტურულ გაგებას ქვეყნებს შორის მობილობის მხარდაჭერით.


 

ევროკავშირი აღიარებს ღირებულ მხარდაჭერას, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს საქართველოს რეფორმასა და განვითარებაში და ხელს უწყობს მას მრავალ მხრივ.

ევროკავშირი უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა ENI, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტი (EIDHR), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თემატური პროგრამა და სტაბილურობის და მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IcSP). ევროკავშირის გრანტის დაფინანსება ნაწილდება საკონკურსო განაცხადებით, რომლებიც აქ ცხადდება. იმისათვის, რომ ისარგებლონ ევროკავშირის დაფინანსებით, ყველა აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს PADOR-ზე.

ევროკავშირი ასევე ატარებს რეგულარულ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამისთვის მთავარი ჩარჩო არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მოიცავს 70-ზე მეტ ორგანიზაციას.

 

Languages:
რედაქტორი: