ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოდან ევროკავშირში მოგზაურობა

11/05/2016 - 17:20
Travel to the EU

საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ევროკავშირის ორგანიზაციებში გაერთიანების, პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხებში ჩართულობის შესაძლებლობები მრავალგვარია. ასეთივე შესაძლებლობები აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში.

უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

უვიზოდ მოგზაურობა მოიცავს შემდეგ 30 ქვეყანას

  • ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნებს: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
  • ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნებს: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
  • ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნებს: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობები გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება რომ იცხოვრონ 3 თვეზე მეტი ხანი ან დასაქმდნენ შენგენის სივრცეში. იმ პირებმა, ვისაც არ აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, უნდა აიღონ ვიზა. იგივე წესები მოქმედებს მათთვის ვისაც სურს მუშაობის დაწყება მოკლევადიანი ვიზიტის დროს  - ან სურს რომ დარჩეს 90 დღეზე მეტი. ამ დროს ვიზის აღება და სამუშაო ნებართვა არის საჭირო.

დასაქმება ან ცხოვრება შენგენის სივრცეში შესაბამისი ცხოვრების უფლების ან სამუშაო ნებართვის გარეშე უკანონოა.

დამატებითი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციაზე:

უვიზო მიმოსვლის გზამკვლევი

 

 

 

ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების  საელჩოები  საქართველოში

 

ავსტრიის საელჩო

არად ბენკო (ელჩი)

მისამართი: გრიბოედოვის ქ.  #31 / რუსთაველის გამზ.  #41, თბილისი

ტელ: (+995 32) 243 44 02

 

ბულგარეთი

დესისლავა ივანოვა - კოზლევა (ელჩი)

მისამართი: გორგასლის III შესახვევი, გასასვლელი 15, თბილისი

ტელ: (+995 32) 291 01 94/95

ფაქსი: (+995 32) 291 02 70

ელ-ფოსტა: embassy.tbilisi@mfa.bg 

 

ჩეხეთის რესპუბლიკა

თომას პერნიცკი (ელჩი)

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. # 37, კორპ. 6, თბილისი

ტელ: (+995 32) 291 67 40/41/42

ფაქსი: (+995 32) 291 67 44

ელ-ფოსტა: czechembassy@gol.ge

 

ესტონეთი

კაი კარელსონი (ელჩი)

მისამართი: მლიხაურის #4, საბურთალო, თბილისი

ტელ: (+995 32) 236 51 22

ფაქსი: (+995 32) 236 51 38

ელ-ფოსტა: tbilisisaatkond@mfa.ee

 

უნგრეთი

შანდორ საბო (ელჩი)

მისამართი: ლვოვის ქ. #83, საბურთალო, თბილისი

ტელ: (+995-32) 239 90 08

ფაქსი: (+995-32) 239 90 04

ელ-ფოსტა: hunembtbs@gmail.com

 

საფრანგეთი

პასკალ მენიე (ელჩი)

მისამართი: კრწანისის ქ. #49, თბილისი

ტელ: (+995 32) 272 14 90

ფაქსი: (+995 32) 272 13 55

ელ-ფოსტა: ambafrance@access.sanet.ge

 

გერმანია

ჰაიკე ფაიჩი (ელჩი)

მისამართი: მეტეხი პალასი, თელავის ქ. #20, სართ. IV, თბილისი

ტელ: (+995 32) 244 73 00

ფაქსი: (+995 32) 243 53 99

ელ-ფოსტა: info@tiflis.diplo.de

 

საბერძნეთი

იორღოს ხაძიმიხელაკისი (ელჩი)

მისამართი: ტ. ტაბიძის ქ. #37, თბილისი

ტელ: (+995 32) 291 49 70-5

ფაქსი: (+995 32) 291 49 80

ელ-ფოსტა: grembgeo@access.sanet.ge

 

იტალია

ანტონიო ენრიკო ბარტოლი (ელჩი)

მისამართი: ჩიტაძის ქ. #3, თბილისი

ტელ: (+995 32) 299 64 18

ფაქსი:(+995 32) 299 61 15

ელ-ფოსტა: embassy.tbilisi@esteri.it

 

ლატვია

იანის ზლამეტსი (ელჩი)

მისამართი: ოდესის ქ. #4, თბილისი

ტელ: (+995 32) 224 48 58

(+995 32) 238 14 06

ელ-ფოსტა: embassy.georgia@mfa.gov.lv

 

ლიტვა

გიერდიუს პუოჯუნასი (ელჩი)

მისამართი: კრწანისის ქ.#29, თბილისი

ტელ: (+995 32) 291 29 33

ფაქსი: (+995 32) 222 17 93

ელ-ფოსტა: amb.ge@urm.lt 

 

ნიდერლანდები

იოს დაუმა (ელჩი)

მისამართი: პიქსელის ცენტრი, 34 იალია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი

ტელ: (+995 32) 227 62 00

ფაქსი: (+995 32) 227 62 32

ელ-ფოსტა: tbi@minbuza.nl

 

პოლონეთი

ანჟეი ჩეშკოვსკი (ელჩი)

მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. #19, თბილისი

ტელ: (+995 32) 292 03 98

ფაქსი: (+995 32) 291 29 33

ელ-ფოსტა: amb.ge@caucasus.net

 

რუმინეთი

რადუ ლივიუ ჰორუმბა (ელჩი)

მისამართი: ლვოვის ქ. #7, თბილისი

ტელ: (+995 32) 238 53 10

ფაქსი: (+995 32) 238 52 10

ელ-ფოსტა: ambasada@caucasus.net

 

შვედეთი

მარტინა ქვიქი (ელჩი)

მისამართი:  15, ყიფშიძის ქუჩის შესახვევი (ვაკის რაიონი), 0162 თბილისი

ტელ: (+995 32) 255 03 20

ელ-ფოსტა: ambassaden.tbilisi@gov.se

 

გაერთიანებული სამეფო

ჯასტინ მაკენზი სმიტი (ელჩი)

მისამართი: კრწანისის ქ.51, თბილისი

ტელ: (+995 32) 227 47 47

ფაქსი: (+995 32) 227 47 92

ელ-ფოსტა: british.embassy@caucasus.net

ევროკავშირი გვთავაზობს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და მობილობის ინიციატივებს, რომლებიც აძლიერებს ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხს, ავითარებს უნარებს და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ისეთ არაწევრ ქვეყანას შორის, როგორიცაა საქართველო.

Erasmus+

Erasmus+ არის ევროკავშირის განათლების, ახალგაზრდობის ტრენინგისა და სპორტის ახალი პროგრამა 2014-2020 წლებისთვის, რომელიც განათლების დონის ასამაღლებლად ევროკავშირის დაფინანსებას სთავაზობს სტუდენტებს, მკვლევარებს, თანამშრომლებს და ინსტიტუტებს.

Erasmus+ -ის ძირითადი მიზანია ადამიანების სასწავლო მობილობა, რაც მოიცავს შემდეგ შესაძლებლობებს:

სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ შესაბამის კონსორციუმს, რომელიც ახორციელებს სტიპენდიანტების საკონკურსო შერჩევას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებისთვის, რომლებიც მთლიანად ფარავენ მონაწილეობის ხარჯებს.

ქართული მხარის პარტნიორი კონსორციუმები არიან:

 

  • მარი სკლადოვსკა-კიურის ფონდი აფინანსებს მსოფლიოში და სხვადასხვა სექტორში მკვლევარის კარიერის ყველა ეტაპზე მობილობას, ხელს უწყობს სასწავლო-საკვლევ ტრენინგებს და კარიერის განვითარებას, ორიენტირებულია ინოვაციურ უნარებზე და წარმოადგენს ევროკავშირის Horizon 2020 პროგრამის ნაწილს.
  • ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები: ეს გამოცდილებები, რომლებიც გრძელდება 5-დან 21 დღემდე, საშუალებას აძლევს სხვადასხვა კულტურის მქონე ახალგაზრდებს ერთად იმუშაონ მოკლევადიან პროექტებზე. ხელმისაწვდომია ევროკავშირის გრანტი, რომელიც ფარავს პრაქტიკულ და საქმიანობასთან დაკავშირებულ თანხებს.
  • ევროპის მოხალისეთა სამსახური: მონაწილეობენ ორგანიზაციიდან სხვადასხვა პროექტებზე გაგზავნილი ან მიღებული 170-დან 30-მდე ახალგაზრდა, პროექტების ხანგრძლივობა 2 კვირიდან 12 თვემდეა. არსებობს სხვადასხვა პროექტები - კულტურის სფეროდან დაწყებული, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულით და თანამშრომლობის განვითარებით დამთავრებული.

სტაჟირებები ევროკავშირის ინსტიტუტებში

სამი მთავარი ევროკავშირის ინსტიტუტი სხვადასხვა ხანგრძლივობის სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს:

იმისთვის რომ შეისწავლონ ინოვაციები და გაიარონ კარგი პრაქტიკა, ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა ინსტიტუციური თანამშრომლობის მრავალ დარგშში, ესენია:

                                                         
ჟან მონეს პროგრამა ხელს უწყობს მაღალი დონის სწავლებას და მსოფლიოში ევროკავშირის კვლევებს, ავითარებს დიალოგს აკადემიურ სამყაროსა და პოლიტიკოსებს შორის.

ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამის (EUVP) ფარგლებში, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ლიდერები მიწვეულნი არიან ბრიუსელში 5 დღიან ვიზიტზე, რომ უკვეთ გააცნონ მონაწილეებს ევროკავშირი და მისი საქმიანობა. მონაწილეობის თანხებს სრულად ანაზღაურებს ევროკავშირი, დელეგაცია კი უზრუნველყოფს სავიზო მხარდაჭერას. 

Languages:
რედაქტორი: