ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

11/05/2016 - 17:20
About us - structure and organisation

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში — მისი საქმიანობა, მიზნები და თანამშრომლები

საქართველოში ევროკომისიის  წარმომადგენლობა 1995 წელს თბილისში გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც 2009 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ლისაბონის შეთანხმება, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა ევროკავშირის წარმომადგენლობად გარდაიქმნა. 

თბილისის წარმომადგენლობა  ერთ–ერთია იმ 130 წარმომადგენლობას შორის, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელს მსოფლიოში. 

ევროკავშირს დიპლომატიური მისიის სტატუსით სარგებლობს  და ოფიციალურად წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში. 

ევროკავშირის ინსტიტუტებია: ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო. 

ევროკავშირი ბოლოს 2013 წლის 1 ივლისს გაფართოვდა, როდესაც ხორვატია გაწევრიანდა. დღესდღეობით, ევროკავშირი შედგება 28 წევრი ქვეყნისგან, ჰყავს დაახლოებით 500 მილიონი მოსახლე და წარმოaდგენს უდიდეს სავაჭრო ბლოკს მსოფლიოში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი შემდეგ საქმიანობას მოიცავს:

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებს შორის ფართომასშტაბიანი კავშირების ხელშეწყობის გზით; ასევე, ევროკავშირის ცნობადობის, მისი ინსტიტუტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზრდა;
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი;
  • საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის განვითარების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული  მიმართულების განმარტება და დაცვა;
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი საქართველოში, ელჩი ჰარცელი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს  შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ასევე თანამშრომლობის საკითხებში.

იგი წარმოადგენს ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად იგი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის პირდაპირი უფლებამოსილებით მუშაობს.

ელჩ კარლ ჰარცელის CV

თვალი ადევნეთ ელჩის Twitter-ს

ელჩი კარლ ჰარცელი

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

ინდრე დირგინჩუტე

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ასისტენტი

კარლო ნატალე

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე

ასუნსიონ სანჩეს რუის

პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი

მონიკა ჩაკი

პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე

მასიმილიანო სპატუცი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ვინსენტ რეი

პროექტების განყოფილების უფროსი

კატალინ გერმანი

პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე

ვაიდა კუდაბიენე

ფინანსების, კონტრაქტების და აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი

მარიონ დრესლერი

ფინანსების, კონტრაქტების და აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე

ივონ გოგოლი - ადამიანის უფლებების დამცველთა საკონტაქტო პირი
ელ-ფოსტა: Yvonne.Gogoll@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: