ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ასახელებს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალსტიკაში“ 2019 წლის გამარჯვებულებს

22/01/2020 - 17:35
News stories

საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობამ, თბილისში გამართულ დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზეგამარჯვებულ ჟურნალისტებს გადასცა„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში2019“. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლომისიამ გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტებისმიმართ სენსიტიურ  ჟურნალისტიკაში, რომელიცნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებასუწყობს ხელს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა: ”ევროკავშირი პრიზს ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან გასცემს. პრიზის მიზანია ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის და მედიის ხარისხის გაუმჯობესებას და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებას, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. წელს ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ყველა წარმოდგენილი ნაშრომით. მე პირადად მოვუწოდებ ყველას, ნახონ და წაიკითხონ გამარჯვებული ნამუშევრები.“

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმახელმძღვანელმა ქალბატონ ქეით ფიერონმა აღნიშნა: “იმ მოცემულობაში, როდესაც მოუგვარებელი კონფლიქტები და დაძაბულობა რჩება, ნდობის აღდეგნა კვლავ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. დამოუკიდებელი, საგამოძიებო მედია აუცილებელია ადმინისტრაციული საზღვრების სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის დიალოგის წინ წასაწევად. “ 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:

• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: ნინო თარხნიშვილი

ფინალისტები:

o თამარ ჩიხლაძე (ფოტოები: დავით ფიფია)

o სოფო დათიშვილი

o დიმიტრი ავალიანი (ფოტოები: დავით ფიფია)

• საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ბესო გვენეტაძე

ფინალისტები:

o შორენა ტყეშელაშვილი

o მზია ფარესიშვილი

o მალხაზ რეხვიაშვილი (თანაავტორი ლევან დევაძე)

• საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტიბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლომედიაში: გიორგი მგელაძე
ფინალისტები:

o ნინო რამიშვილი (თანაავტორი ზაზა წულაძე)

o მარი დუდუნია

o ნანა ბიგანიშვილი

 

• საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურან ელექტრონულ მედიაში: ჯიმშერ რეხვიაშვილი

ფინალისტები:

o ალექს ჩიღვინაძე

o გიორგი მაისურაძე 

o ნიკო ნერგაძე 

 

• საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციურინაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ანსამაუწყებლო მედიაში: ლაშა ცერცვაძე

ფინალისტები:

o დათო ფარულავა (თანაავტორი პიტერ ლიახოვი)

o თორნიკე მანდარია

o გულგუნ მამეთხანოვა

 

• საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიცევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: დათო ქორიძე
ფინასლიტი:

o გელა მთივლიშვილი 

 

• კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესოჟურნალისტური ნაშრომი: (ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალურიპრიზი): მამუკა ყუფარაძე
ფინალისტები:

o თამარ შონია

o ნათია ფარეხელაშვილი

o გვანცა დოლუაშვილი

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმაგამარჯვებულმა მიიღო ფულადი ჯილდოდაახლოებით 4 000 ლარი, ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კიგაივლის ლონდონში „ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას. 

ნაშრომები განიხილა სამი წევრისგან შემდგარმაჟიურიმ: დაჩი გრძელიშვილმა - IREX M-TAG Program-ის ხელმძღვანელის მოადგილემ; მაგდა მემანიშვილმა - შავი ზღვის საერთაშორისი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორმა და კრის ბუთმა - პლატფორმის „MediaSpeed” უფროსმა პროდიუსერმა.

 

საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო  გამოქვეყნებული ან გაშუქებული  2018 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. 

გამარჯვებული ნაშრომების მოსაძებნად ეწვიეთ www.euprizejournalism.eu(link is external)

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამრიკო მიქაზე,
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu(link sends e-mail) 

 

ნანა ლობჟანიძე,
პროგრამის „ევროკავშირი საქართველოსთვის“საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორიnana.lobzhanidze@lnadell-mills.com  ტელ.: 5 95 210 309

 

Languages:
რედაქტორი: