ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თბილისი 15 ქვეყნის ექსპერტებს მასპინძლობს

21/11/2019 - 11:48
News stories

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

დეზინფორმაციის გავრცელებასა და მის წინააღმდეგ მოქმედების გზებზე მსჯელობისთვის  სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები, ოფიციალური პირები, დიპლომატები, ახალგაზრდა პროფესიონალები, სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენლები თბილისში 15 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. 

კონფერენციას გახსნიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.  ორდღიან კონფერენციას (21-22 ნოემბერისაფუძვლადუდევს ევროკავშირის მიერ 2018 წელს მიღებული ,,სამოქმედო გეგმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის საქმიანობა და კამპანია ,,ევროკავშირიდეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (EUvsDisinfo). 

კონფერენცია პირველად იმართება და მნიშვნელოვანიარომ სწორედ საქართველოა მისიმასპინძელი ევროკავშირის სამეზობლოშიკონფერენციის მიზანია დეზინფორმაციის საფრთხის უკეთგააზრება და მასზე კოორდინირებულად რეაგირება

კონფერენციის მსვლელობისას საუბარი იქნება ძირითად თემებზერომლებსაც ეყრდნობა ევროკავშირისსამოქმედო გეგმაკერძოდდეზინფორმაციის უკეთ გამომჟღავნების უნარის გაზრდადეზინფორმაციაზეერთობლივი რეაგირებასაზოგადოების ცნობიერების გაზრდა და სხვ.

ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენცია საქართველოში, „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD)  და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება. ევროკავშირთან ერთად ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „პროდემოსი“.

Languages:
რედაქტორი: