ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოების ეროვნული გაიდლაინების პრეზენტაცია გაიმართა

14/11/2019 - 10:44
News stories

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციის შედეგად და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა და შეიცავს მითითებებს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების პროცესის ერთიანი ჯაჭვის შესახებ „მინდვრიდან მაგიდამდე“ ევროკავშირის ბაზარზე პოტენციური ექსპორტის კონტექსტში.

14 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  ხატია წილოსანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა,  GIZ-ის  „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაშიპროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა და 80-ზე მეტმა მოწვეულმა სტუმარმა, მათ შორის მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებულმა მეწარმეებმა.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი მეწარმეების გამორჩეული და მაღალი ხარისხის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას, რაც მომგებიანია როგორც მიმწოდებლებისთვის, ისე  მომხმარებლებისთვის. ამის განხორციელებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა შესაბამისი სტანდარტების დაცვაა. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ პირადად შემიძლია მივულოცო ევროკავშირში ქართული თაფლის პირველ ექსპორტიორებს, რომლებიც ეროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს და აჭარბებენ კიდევაც. იმედი მაქვს, რომ დღეს წარმოდგენილი ეროვნული გაიდლაინები სხვა მეწარმეებსაც წაახალისებს და ქართველი და ევროპელი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტის  შექმნის მაგალითს უჩვენებს.“ - აღნიშნა ელჩმა ჰარცელმა.

 „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. გაჩნდა ქართული საექსპორტო პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების ახალი შესაძლებლობები. სამინისტრო აქტიურად ატარებს რიგ ღონისძიებებს, რათა ხელი შეეწყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პოპულარიზაციას, მათ შორის თაფლის წარმოების დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც იმედი გვაქვს, რომ დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ პირებს აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი.“ - განაცხადა ხატია წილოსანმა.

აღნიშნული პუბლიკაცია  მომზადდა წამყვანი გერმანელი და ქართველი ესპერტების მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოშიფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით (BMZ) ახორციელებს.

დღეს ამ პუბლიკაციის წარდგენით, GIZ- ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჩვენი პარტნიორი სამინისტრო, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები. ამ პროცესმა მიგვიყვანა ევროკავშირიში ქართული პრემიუმ თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული პრემიუმ თაფლი კონკურენტურია ევროპულ ბაზარზე და მეწარმებისთვის ძალზედ მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობ, რომ ეს წარმატების ისტორია და დღეს წარმოდგენილი სახელმძღვანელო წაახალისებს სხვა ქართველ მეწარმეებს იგივე გზა გაიარონ და შედეგად ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ,  გამორჩეული ხარისხის ქართულ თაფლს ევროპაში. - აღნიშნა კატია კამერერმა.

ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედებული  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  მიხედვით, უკვე თითქმის 3 წელია ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილოიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან და თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არსებობაშესაბამისად, აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს მეწარმეთათვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირში თაფლის ექსპორთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

პროექტის, „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოშიფარგლებში,  ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია მიმდინარეობს. სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.. „ქოლგა ბრენდი“ -  „TAPLI“, რომლის მიზანიც ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. აღნიშნული ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე ის ქართული საწარმოები ერთიანდებიან, რომელთაც  პროექტის ფარგლებში ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა მითითება დააკმაყოფილეს. წლის დასაწყისში, სწორედ „TAPLI“-ს ბრენდის ქვეშ გაიგზავნა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზემწვანე კვირეული“, ქართული თაფლის პირველი პრემიუმ ხარისხის  საექსპორტო პარტია, რომელიც შპსგეო ნატურალი“-ს (კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“) და ინდ.მეწარმე თამაზ ღლონტის პროდუქციისგან შედგებოდა.  

საკონტაქტო პირები:

სოფიო მაქაცარია, 591-650-500

თეა კენჭაძე (GIZ), 577-292-646, thea.kentchadze@giz.de

Languages:
რედაქტორი: