Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი ღონისძიების “ვისაუბროთ კლიმატზე” ფარგლებში, მხარს უჭერს ახალგაზრების ჩართულობას კლიმატის საკითხებში

27/09/2019 - 14:16
News

27 სექტემბერი, თბილისი - დღეს ევროკავშირმა, კავკასიის უნივერსიტეტთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN- თან თანამშრომლობით, გამართა საჯარო ფორუმი “საუბრები კლიმატზე”. ფორუმს ესწრებოდა 300 ახალგაზრდა მონაწილე, დარგის ექსპერტები, მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის შესახებ ცნობადობის ამაღლება. ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და ახალგაზრდების მიერ, მოხდა გამოცდილების გაზიარება თუ როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართვა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში. მთავრობის წარმომადგენლება ისაუბრეს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ ქმედებებზე და სამომვალო გეგმებზე კლიმატის ცვლილებების შედეგების შესამსუბუქებლად.

 

"დღეს, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკითხს. ნარჩენების შემცირება, ენერგიის დაზოგვა, CO2 ემისიები -  ეს ის ნაბიჯებია, რაც უნდა გადავდგათ, რათა შავემციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, რაც ყველას გვაზიანებეს ქალაქებსა თუ სოფლებში. ამგვარი ღონისძენებები გვეხმარება ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ ეს გზავნილები. მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამ საკითხებისადმი სტუდენტების ასეთ ინტერესს და ჩართულობას. მზად ვარ ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებებისთვი, რომელიც ყველას ასე გვჭირდება.” - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ.

 

ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა: “კლიმატზე საუბარი აქტუალური თემატიკაა და საქართველოც არაა გამონაკლისი. დროა გადავიდეთ ქმედებებზე და ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო ვალდებულებები დავაფიქსიროთ. საქართველო კლიმატის შერბილების მიმართულებით ჩართულია ყველა ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ძირითადი შემარბილებელი ფაქტორი ტყე და ტყის ეკოსისტემაა. ამ მიმართულებით უკვე მნიშნველოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რაშიც დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციიების დახმარების იმედი გვაქვს.”

 

“კლიმატის ცვლილება ეხება ყველა კონტინეტზე ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და საგანმანათლებლო სასწავლებლების ჩართულობა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. საჯარო ფორუმი არის ახალი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს, დარგის ექსპეტრებს და მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები და ცოდნა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში”- განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ.

 

“თბილისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებას. ჩვენ აქტიურადა ვართ ჩართულები ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის განსაზღვრაში და ასევე დაწყებულია მუშაობა კლიმატის ცვლილებების მუნიციპალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ ჩარჩოსთან” - განაცხადა თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

 

ზოგადი ინფორმაცია

 

ევროკავშირი სათავეში უდგას საერთაშორისო ძალისხმევას კლიმატის ცვლილებების დასაძლევად. ამ მიზნით, მან ხელი შეუწყო მსხვილი კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც აერთიანეს განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებს, რომლებიც მზად არინ ერთობლივი მოქმედებისთვის კლიმატის სასიკეთოდ. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC), კიოტოს პროტოკოლისა და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შემუშავების პროცესში.

ევროკავშირი, მის სახელმწიფო წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროპის ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, უზრუნველყოფს გარდამალი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას კლიმატის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირი  ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით მისი ამოცანების მიღწევაში, აგრეთვე შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში, რომლებიც მიზნად ისახავს  საქართველოს გარემოსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

  • თამარ შავდია,  პროექტი “ევროკავშირი საქართველოსთვის”
  • +995 577 991 991 tata.shavdia@landell-mills.com
  • თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში +995 32 2943763 tamriko.mikadze@eeas.europe.eu
  • მარიამ მაღულარია, კავკასიის უნივერსიტეტი,
  • +995 595 519 451 mmaghularia@cu.edu.ge
Languages: