ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი იწყებს სტრუქტურირებულ კონსულტაციებს მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით

26/07/2019 - 02:00
Voices and views

ევროკავშირის ინსტიტუტები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სტრატეგიული მიმართულების თაობაზე ფართო და ინკლუზიურ სტრუქტურირებულ კონსულტაციებს იწყებენ.

გასული ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინას შორის გაძლიერებული თანამშრომლობა ყველასთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და მოქალაქეებისთვის კონკრეტულ შედეგები მოაქვს.

 

ერთობლივი რეფორმების დღის წესრიგმა "20 შედეგი 2020 წლისთვის" (20 Deliverables for 2020) მთელ რეგიონში ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი მმართველობის, ძლიერი კავშირების შექმნასა და საზოგადოების გაძლიერებაზე მიმართულ მუშაობაში მნიშვნელოვან პროგრესს წარმატებით მიაღწია. ინიციატივის 10 წლისთავის აღსანიშნავად, 14 მაისს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ დისკუსიები წამოიწყო.

 

ამ კონტექსტში, ევროსაბჭომ ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ წინადადებების წარმოდგენა დაავალა. იმისათვის, რომ პარტნიორობა კვლავაც აქტუალური და ინკლუზიური იყოს, ევროკომისია და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური მომავალი პოლიტიკის ჩარჩოსთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაცნობად მთავარ დაინტერესებულ მხარეებს იწვევენ.

 

წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები (მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები); საერთაშორისო ორგანიზაციები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები; სამოქალაქო საზოგადოება; ბიზნესი და კერძო სექტორი; აკადემიური წრეები; ანალიტიკური ცენტრები; ახალგაზრდობა; მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან 2020 წლის შემდგომი ახალი პოლიტიკის ჩარჩოსთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებების გაზიარებისთვის.

 

ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს 2019 წლის 31 ოქტომბრამდე თავიანთი იდეები https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/consultation_eap_en (English only) ვებ გვერდის საშუალებით შემოიტანონ. ამ პერიოდის განმავლობაში საკონსულტაციო ღონისძიებები ასევე პარტნიორ და ევროკავშირის ქვეყნებში გაიმართება.

 

მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი ახალი პოლიტიკის შემოთავაზებულ ჩარჩოს ასახავს.

 

ეტი ინფორმაცია იხილეთ:

Factsheet on the Eastern Partnership's Top 10 Achievements

Factsheet on myths about the Eastern Partnership

Factsheet on EU-Armenia relations

Factsheet on EU-Azerbaijan relations

Factsheet on EU-Belarus relations

Factsheet on EU-Georgia relations

Factsheet on EU-Moldova relations

Factsheet on EU-Ukraine relations

Languages:
რედაქტორი: