Delegation of the European Union to Georgia

ფედერიკა მოგერინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ესაუბრა

ბრიუსელი, 21/08/2019 - 16:24, UNIQUE ID: 190822_2
Press releases

ფედერიკა მოგერინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ესაუბრა

ფედერერიკა მოერინი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. მათ სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად განხორციელებულიბორდერიზაციისქმედებებთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.

ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, რაც მათი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანესია. უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა,  რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ყველა მხარემ კომუნიკაციის არსებული საშუალებები უნდა გამოიყენოს.

ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა,  საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Editorial Sections: