ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს კომენტარი თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით

თბილისი, 25/07/2019 - 15:19, UNIQUE ID: 190725_13
Remarks

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.

ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდა.

თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

Languages:
რედაქტორის ნაწილი: