ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

08/07/2019 - 08:12
News stories

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს, 80% თვლის, რომ ურთიერთობები კარგია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოფარგლებში საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა.  საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვლიდან აპრილამდე და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით. უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება, აქედან პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში. შედეგები ექვსი ქვეყნიდან ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში არის წარმოდგენილი.

 

ქვემოთ მოცემულია ძირითადი შედეგები საქართველოში - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკებში და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე მოცემულია ქვემოთ.

 

ძირითადი შედეგები

  • საქართველოს მოსახლეობის 80% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).
  • საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და  მხოლოდ 4%-ს უარყოფითი აზრი გააჩნია.
  • საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 62% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.

 

ბმულები

 

  • საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2019:

o  ინგლისურად:  https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2019-georgia

o   რუსულად: https://www.euneighbours.eu/ru/east/stay-informed/publications/opros-obsestvennogo-mnenia-2019-gruzia

o   ქართულად: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2019-c-sakartvelo

 

  • რეგიონული მიმოხილვა 2019 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა):

o   ინგლისურად: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2019-regional-overview

o   რუსულად: https://www.euneighbours.eu/ru/east/stay-informed/publications/opros-obsestvennogo-mnenia-2019-regionalnyi-obzor

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • -ნი თამრიკო მიქაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • -ნი ოლენა მალინოვსკა, მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“, olena.malynovska@ecorys.com
Languages:
რედაქტორი: