ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტი წარადგინა

22/06/2019 - 14:00
ახალი ამბები

ა.წ. 22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეი, შვედეთის საელჩო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრია დირექტორის მოადგილე რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ევროკავშირი ამაყობს ადგილობრივი განვითარების ორი ფართომაშტაბიანი პროექტის წარდგენას ავსტრიასა და შვედეთის თანამონაწილეობით. მომავალ წელს ჩვენ გეგმად ვისახავთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ხანგრძლივი სამუშაო ადგილების შექმნას სვანეთში. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ მაღამთიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი“. აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ.

შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა განაცხადა: ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ადგილობრივი და საერთაშრისო პარტნიორების გაერთიანებული ძალები უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ. აღნიშნული ინიციატივა სრულებით შეესაბამება მგდრადი განვითარების მიზნებს

ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: „ავსტრიული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გვჯერა რომ ეს პროექტი არის საუკეთესო საშუალება, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას. ავსტრიაში ალპები არის უმაღლესი და შთამბეჭდავი მთა და მე ნათლად ვხედავ მსგავსებას ამ რეგიონსა და ავსტრიას შორის“.

მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა: „დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ გამოწვევების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით განვაგრძობთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. მრავალმილიონიანი დახმარება საქართელოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, მთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში“.

ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა დონორებ, ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებ, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.

მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია წარიმართა. საჯარო ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობას ქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში და გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტები.

 

ინფორმაცია პროექტების შესახებ
 
"GRETA”
პროექტი
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

„ENPARD III მესტია პროექტი
CARE ავსტრია თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად, განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. ENPARD პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. ENPARD III მესტია- სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის „LEADER“ მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ.

 

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ

  • თამრიკო მიქაძე პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • თამარ ხუნწარია ჯგუფის ლიდერი, ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფი, tamar.k@actionprgroup.com
  • მედეა იოსელიანი, პროექტის ასისტენტი ქეა ავსტრია Medea.Ioseliani@care.org  
  • ანა ქაბზინძე, კომუნიკაციის ექსპერტი GRETA, 577 777 163, ana.kabzinadze@ada.gv.at
Languages:
რედაქტორი: