ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2019 წლის 17 მაისი

Bruxelles, 17/05/2019 - 14:43, UNIQUE ID: 190517_21
Press releases

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის უცვლად სწრაფვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი (ლგბტი) ადამიანების უფლებები დაიცვას და ხელი შეუწყოს.

მსოფლიო მასშტაბით, კულტურული, ტრადიციული ან რელიგიური ფასეულობები კვლავაც გამოიყენება ლგბტი ადამიანების მიმართ დევნის, დისკრიმინაციის, დაშინებისა და უხეში არასათანადო მოპყრობის გასამართლებლად, რაც ხშირად მოიცავს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებსა და ძალადობის უკიდურეს ფორმებს, მათ შორის წამებას და მკვლელობას.

72 ქვეყანაში კანონები სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კვლავ აგრძელებს ერთსქესიანთა კავშირების კრიმინალიზაციას; სხვა ქვეყნებში, კანონები დაცვის აუცილებელ დონეს არ ითვალისწინებს, რაც ყოველდღიურად ლგბტი ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების განახორციელების საშუალებას იძლევა. ევროკავშირი მტკიცედ ადასტურებს, რომ ლგბტი პირების დისკრიმინაცია ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიერ დაცულ ადამიანის ძირითადი უფლებების პრინციპებს.

ევროკავშირი აგრძელებს ბრძოლას დაუსჯელობისთან ლგბტი პირების მიმართ დისკრიმინაციასა და ძალადობასთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე და მის ფარგლებს გარეთ. ამ კონტექსტში ევროკომისიამ გამოაქვეყნა "ქმედებათა ჩამონათვალი ლგბტი თანასწორობის განსავითარებლად", რომელიც 2016 - 2019 წლებში კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს და მოიცავს ქმედებებს შესაბამისი პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის: დისკრიმინაციასთან ბრძოლა, განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობა, თავისუფალი გადაადგილება, თავშესაფარი, სიძულვილის ენა / სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, გაფართოება და საგარეო პოლიტიკა.

გარე ქმედებათა საშუალებით ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგებს მართავს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას უწევს. 2016 წლიდან ევროკავშირმა მხარი დაუჭირა 5.2 მილიონი ევროს ღირებულების 16 პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განახორციელეს. 2018 წელს ევროკავშირმა მსოფლიოს მასშტაბით ლგბტი ორგანიზაციების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. უფრო მეტიც, არადისკრიმინაციულ ქმედებებთან დაკავშირებული ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების ბოლოდროინდელი მიღება აძლიერებს ევროკავშირის არსებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ლგბტი პირების ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის თაობაზე.

ლგბტი უფლებათა უამრავ დამცველს, ვინც უსამართლობის დასაძლევად მუშაობს და ეხმარება მათ, ვინც ზეწოლას და დისკრიმინაციას განიცდის, ევროპაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხშირად თავს ესხმიან. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის საშუალებით მხარს უჭერს ლგბტი ადამიანების უფლებათა დამცველებს და მათ ორგანიზაციებს, რომელიც აქტიურად მოქმედებს იქ, სადაც ლგბტი ადამიანები  დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან.

ევროკავშირი თავის წევრ სახელმწიფოებთან ერთად გააგრძელებს ამ აუცილებელი მუშაობის ხელშეწყობას და არ შეწყვეტს მას, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ლგბტი ადამიანები თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრება.

რედაქტორის ნაწილი: