ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

Bruxelles, 13/05/2019 - 10:44, UNIQUE ID: 190513_16
Press releases

13-14 მაისს ევროკავშირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა ბრიუსელში რიგი ღონისძიებების საშუალებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დაგეგმილი ღონისძიებები წარმოადგენენ თანამშრომლობის აღნიშვნის კარგ შესაძლებლობას, რომელიც ორმხრივად სასარგებლო და მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი ბრიუსელში უმასპინძლებენ მაღალი დონის შეხვედრების სერიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

ორშაბათს, 13 მაისს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა, დაინტერესებული მხარეები და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში,  იოჰანეს ჰანი.

შეხვედრაზე შეაჯამებენ ამბიციური სამუშაო გეგმის 20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ეს საერთო გეგმა მიღებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბრის ბოლო სამიტზე და ის მიზნად ისახავს, რეგიონის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას მათთვის რეალური სარგებლის მოტანით უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი მმართველობის, ძლიერი კავშირების და ძლიერი საზოგადოებების საშუალებით.

13 მაისს, საღამოს, პრეზიდენტი ტუსკი უმასპინძლებს სადღესასწაულო სადილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფოს ან მთავრობის ექვსი მეთაურისთვის. სადილს დაესწრებიან პრეზიდენტი იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოგერინი და ევროკომისარი ჰანი, ასევე რადოსლავ სიკორსკი და კარლ ბილდტი, პოლონეთის და შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების ინიციატორები 2008 წელს.

პარალელურად, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში BOZAR გაიმართება კონცერტი “Creating Together”. კონცერტის მსვლელობისას, ერთ სცენაზე წარსდგებიან ბრიუსელის ცნობილი ჯაზ-ორკესტრი და მუსიკოსები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

სამშაბათს, 14 მაისს, პრეზიდენტი იუნკერი უმასპინძლებს მაღალი დონის კონფერენციას  კარლოს დიდის (Charlemagne) შენობაში, სადაც ევროკომისიაა განლაგებული. კონფერენციაზე შეიკრიბებიან პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს-ლიდერები, ახალგაზრდები და ჟურნალისტები 34 ქვეყნიდან; მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და სესილია მალმსტრომი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში. ეს ღონისძიება საშუალებას მისცემს მონაწილეებს განიხილონ პარტნიორობის განვითარება მისი არსებობის პირველ ათწლეულში და გაუზიარონ მოსაზრებები მისი მომავლის შესახებ რეგიონში მოქმედი ძირითადი, ან ამ პოლიტიკურ ჩარჩოში უშუალოდ ჩართული დაინტერესებული მხარეების ფართო აუდიტორიას.

 

ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

ევროკავშირის ინსტიტუტებში მუდმივი აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს შეუძლიათ დაესწრონ ღონისძიებებს პრესის მოქმედი ყვითელი სამკერდე ნიშნით და წარადგინონ ეს სამკერდე ნიშანი შენობებში შესვლისას შეხვედრების ყოველ დღეს.

მედიის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ ღონისძიებების გაშუქება, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე“-ს ერთჯერადი სამკერდე ნიშანი, რომელიც მოქმედია საბჭოს დაწესებულებებში შესასვლელად 13 მაისს და ევროკომისიის კარლოს დიდის შენობაში შესასვლელად 14 მაისს ევროსაბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით: დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ media advisory. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის გამოსვლა საზეიმო ვახშმის დაწყებისას, გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ხელმისაწვდომი იქნება  Europe by Satellite-ზე და ევროსაბჭოს პლატფორმაზე.

მუდმივი აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებმა, რომლებსაც სურთ მხოლოდ მაღალი დონის კონფერენციაზე დასწრება, უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია აქ (აუცილებელია პასპორტის ციფრული ფოტო). ღონისძიების დღეს შენობაში შესვლისას აუცილებელია ეროვნული პრესის მოქმედი ბარათის და ეროვნული პირადობის მოწმობის ბარათის წარდგენა. რეგისტრირებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ სამკერდე ნიშნის მიღება კარლოს დიდის შენობის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორშაბათს, 13 მაისს 14:00-დან 18:00 საათამდე, ან ღონისძიების დღეს.

მაღალი დონის კონფერენცია პრესისთვის იქნება ღია. მთელი ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს Europe by Satellite. მთავარ დარბაზში პრესისთვის გამოყოფილი იქნება დასაჯდომი ადგილების შეზღუდული რაოდენობა. ზემოხსენებული დასაჯდომი ადგილების მიღება შესაძლებელი იქნება სამკერდე ნიშნებით, რომლებიც შენობაში შესვლისას დაურიგდებათ უფრო ადრე მისულ ჟურნალისტებს („პირველ მომსვლელს - მომსახურება პირველად“ პრინციპით). ყველა ჟურნალისტს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს კონფერენციის მსვლელობას სპეაციალური ოთახიდან.

ფოტოგრაფებმა, რომელთაც სურთ მაღალი დონის კონფერენციის გაშუქება, ორშაბათის, 13 მაისის 17:00 საათამდე უნდა გაგზავნონ ელ. შეტყობინება შემდეგ მისამართზე: Claire.Struss@ec.europa.eu; Anne-Sophie.Fernandes@ec.europa.eu. დარბაზში სივრცის ნაკლებობის გამო პრეს-პულში ადგილები შეზღუდული იქნება და უპირატესობა მიენიჭებათ შედარებით ადრე მოსულ დამსწრეებს, ცოცხალი რიგისა და პრინციპის  „პირველ მოსულს - მომსახურება პირველად“ საფუძველზე. დააზუსტეთ თქვენს მოთხოვნაში პროგრამის  რომელი ნაწილის გაშუქება გსურთ.

დარბაზში ვიდეოკამერების შეტანა და ვიდეოგადაღება აკრძალულია. მთელი ღონისძიების ვიდეომასალა ხელმისაწვდომი იქნება EbS-ზე და შესაძლებელია პირდაპირი ეთერის რეტრანსლაცია. დაუკავშირდით Judith.hebekeuser@ec.europa.eu ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად არაუგვიანესს ორშაბათისა, 13 მაისის 17:00 საათამდე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

რედაქტორის ნაწილი: