ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამწვანება: საქართველოში პროგრამის სახელად EU4Environment („ევროკავშირი გარემოსთვის“) განხორციელება იწყება

თბილისი, 24/04/2019 - 12:42, UNIQUE ID: 190424_4
Press releases

2019 წლის 24 აპრილს თბილისში ახალი, მრავალეროვანი პროგრამის EU4Environment (ევროკავშირი გარემოსთვის) განხორციელება დაიწყო. პროგრამას ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში აფინანსებს.

EU4Environment მიზანია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ შეინარჩუნონ და უკეთ გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი კაპიტალი, გაზარდონ მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობა და გამოიყენონ განვითარების კუთხით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, საწარმოები (კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ზომის), შემდგომი სახის დახმარებას მიიღებენ ენერგიის, წყლის და მასალების დაზოგვის კუთით: წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები გარემოსდაცვით მმართველობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გასწევენ, ეს კონსულტაციები ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიანად გამოყენება თუ ადმინისტრაციული შესაძლებლობების შექმნა. ადგილობრივ თემებთან ერთად მოხდება ტყეების ეკოლოგიურად უფრო სუფთად მართვის კუთხით არსებული შესაძლებლობების შესწავლა და განხორციელება.

ეს და ბევრი სხვა მიმართულება საქართველოსთან დაკავშირებული სამუშაო გეგმის ნაწილი გახდება, რომელშიც კონკრეტული მიზნები და აქტივობები იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამის ოფიციალურად გახსნის ცერემონიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ მხარეებს პრიორიტეტების და EU4Environment საქართველოში 2022 წლამდე განხორციელებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების განხილვის შესაძლებლობა მისცა.

ევროკავშირი ლიდერია გარემოს დაცვის კუთხით. ამ ახალი პროგრამის მეშვეობით ჩვენ დავეხმარებით საქართველოს უკეთ დაიცვას საკუთარი მშვენიერი ბუნება, მართოს გარემოსდაცვითი რისკები და შესაბამისად გაზარდოს მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობა“ - განაცხადა ალექსანდრ დარასმა, ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის კავშირების, ენერგეტიკის, გარემოს და კლიმატური ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა.

EU4Environment გააგრძელებს თანამშრომლობას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე ინიციატივის (მაგ., „აღმოსავლეთ სამეზობლოში ეკონომიკის გამწვანება“ (EaP GREEN), “სატყეო კანონმდებლობის აღსრულება და მართვა“ (FLEG) და „ზურმუხტისფერი ქსელი“ (The Emerald Network)) ფარგლებში უკვე ხორციელდება. ეს ახალი პროგრამა მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გააუმჯობესოს მწვანე ეკონომიკასა და გარემოს დაცვაზე მიმართული ღონისძიებები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნისთვის ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გამოიყოფა. EU4Environment 2019-2022 წლებში განხორციელდება ხუთი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკის გამწვანების კუთხით წამყვან როლს ასრულებენ, ესენია: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), გაეროს გარემოს პროგრამა (UN Environment), ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისია (UNECE) და მსოფლიო ბანკი.  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  • დავით ადვაძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    dadvadze@moesd.gov.ge

გთხოვთ ასევე ეწვიოთ: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/projects/eu4environment

Languages:
რედაქტორის ნაწილი: