ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის ახალი პროექტი გარემოსდაცვითი სექტორის მხარდასაჭერად

18/04/2019 - 16:59
News stories

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას საქართველოში. აღნიშნული პროექტის სახელწოდებაა „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად“.

პროექტის გახსნის ღონისძიებაზე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა ახალი პროექტის „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად’’ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში მხარდაჭერისთვის.

“ევროკავშირი აძლიერებს თავის მხარდაჭერას საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალი პროექტი გულისხმობს გარემოს დაცვის, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების გატარებას, პროექტი ითვალისწინებს ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გარემო პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო პირობების უზრუნველყოფის კუთხით”- განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა.

პროექტის შესახებ

აღნიშნული პროექტის მიზანს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტი 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს და ითვალისწინებს შემდეგ ქმედებებს:

  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება;
  • საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის შემუშავება;
  • შესაძლებლობათა გაძლიერება ასოცირების შესახებ შეთანხმების აქროლადი ორგანული ნაერთების (VOCs, აონ-ები) დირექტივების ვალდებულებების აღსრულებისა და ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული დებულებების განხორციელებისთვის;
  • ზურმუხტის ქსელის განვითარება და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის (NBMS) ინდიკატორების დანერგვა;
  • ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების განხორციელება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ღონისძიების შესახებ

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებას აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, ნაკრესი - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების და შესაბამისი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: Nana.Chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:  Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
Languages:
რედაქტორი: