ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე - ვიდეო

Bruxelles, 05/04/2019 - 12:36, UNIQUE ID: 190405_5
Press releases

წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე - 4 აპრილი - სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კამპანიით აღინიშნა. კამპანიის სლოგანია „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“.

წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე - 4 აპრილი - სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კამპანიით აღინიშნა. კამპანიის სლოგანია „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“. 4-დან 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილია ღონისძიებები კავკასიის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. ბოლო 30 წელიწადში სამხრეთ კავკასიაში არასაომარ ვითარებაში ნაღმზე აფეთქებით 5000-მდე ადამიანი გარდაიცვალა ან დაშავდა. მიუხედევად დიდი ტერიტორიების განაღმვისა ქალაქების მახლობლად, პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული და კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ჩვენს რეგიონში.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=yMm_AVFU2mg

პრესრელიზი: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/60319/node/60319_ka

Languages:
რედაქტორის ნაწილი: