ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს სტუმრობს და ყურადღებას მჭიდრო სავაჭრო კავშირებზე ამახვილებს

19/03/2019 - 15:45
News stories

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი 18-19 მარტს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მინისტრ გიორგი ქობულიას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეხვდა. ევროკომისარი მალმსტრომი ასევე შეხვდა ბიზნეს საზოგადოებას ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობის წარმოების შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ მათი მოსაზრებების გასაცნობად. თბილისში იგი ასევე ეწვია ტიფლისტექსის წინდების საწარმოს (Tiflistex sock factory), საქართველოში 37000 საწარმოდან ერთ-ერთს, რომელიც ევროკავშირის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობდა და ახლა ევროკავშირში ექსპორტს წარმატებით ახორციელებს.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი უკანასკნელი სამი წლის წინანდელი ვიზიტის შემდეგ ისევ საქართველოში ვიმყოფები და მოხარული ვარ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების წინსვლ გამო. სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 5 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დღესდღეობით საქართველოს ექსპორტის მეოთხედამდე ევროკავშირ მიდის, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია და შარშან ჩვენს შორის ვაჭრობა 2.8 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 5% -ით მეტია გასულ წელთან შედარებით.  მივესალმები საქართველოს მიერ გაწეულ კარგ მუშაობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობების გამოსაყენებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს პოტენციალი ამ შეთანხმების სრული შესაძლებლობები გაააქტიურებლად და ამ თემაზე აქ ჩატარებული ჩემი შეხვედრების დროს ვისაუბრე. ტიფლისტექსისნაირი კომპანიები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს კომპანიებს ევროკავშირში ექსპორტირება, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის მიღება და ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი მსგავსი წარმატებულ ისტორი ვნახოთ ", - აღნიშნა კომისარმა მალმსტრომმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: