ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პედაგოგებმა პანკისიდან ევროკავშირი აღმოაჩინეს

13/02/2019 - 08:20
News stories

პანკისის ხეობის სკოლების 20 მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა, სადაც მათ ევროკავშირის რეალობის არსი გაიაზრეს და მის შესახებ პირველი შთაბეჭდილებები მიიღეს.

ბრიუსელში გატარებული ოთხი ინტენსიური დღის განმავლობაში მასწავლებელთა ჯგუფი რამდენიმე ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა და ეს შესაძლებლობა ევროკავშირის მხარდაჭერის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებისთვის პერსპექტივების და ევროპული პოლიტიკის შესახებ კითხვების დასასმელად გამოიყენა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნატო-შტაბ-ბინაში და ევროპარლამენტში მოვხვდებოდი, ეს აბსოლუტურად დაუჯერებელია", - განაცხადა ლამარა მარგოშვილმა ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს და ამ ვიზიტის განმავლობაში იგივე ბევრმა მასწავლებელმა გაიმეორა.

პედაგოგებმა ბრიუსელში სკოლა მოინახულეს თავიანთი ბელგიელი კოლეგების რეალობის გასაზიარებლად და სამშობლოში დაბრუნებისას სწავლებისთვის ახალი იდეებისა და მიდგომების მისაღებად. გარდა ამისა, ჯგუფი იყო ექსკურსიაზე ულამაზეს ქალაქ გენტში, შეიძინა ბევრი ბელგიური შოკოლადი და ტრადიციული ქისტური სიმღერები ევროპული ისტორიის მუზეუმში იმღერა.

დაბრუნების შემდეგ ისინი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო, რომელმაც ხაზი გაუსვა მასწავლებელთა გამოცდილების მნიშვნელობას მათი მოსწავლეებისათვის. ბრიუსელიდან დაბრუნებულ ჯგუფთან, ელჩი კარლ ჰარცელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთი ციხელაშვილთან ერთად უახლოეს მომავალში პანკისში ვიზიტს გეგმავს.

პროექტის შესახებ

პანკისის ხეობის სკოლების 20 დირექტორსა და პედაგოგს ჩაუტარდათ ტრენინგი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მიაწოდონ ახალგაზრდებს საკუთარ სკოლებში ინფორმაცია ევროპის შესახებ. ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები პანკისის ხეობის სკოლებიდან დაესწრნენ თბილისში გამართულ სემინარს, რომელზეც საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღეს. 2019 წლის თებერვალში პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ პროექტის შედეგად პანკისის ხეობის მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების თაობაზე.

პროექტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.  პროექტს, ასევე, მხარს უჭერენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • მიკოლაი ბეკასიაკი,  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
  • დავით კაკულია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, +995 577 110556

Languages:
რედაქტორი: