ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

Bruxelles, 23/01/2019 - 14:51, UNIQUE ID: 190124_3
Press releases

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს, რისი მანიშნებელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის საზღვარგარეთ პირველ ვიზიტად ბრიუსელში გამგზავრების ფაქტი.

უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკომისიის წევრებს შორის 2018 წლის 21 ნოემბერს გამართული მაღალი დონის შეხვედრა როგორც ძლიერი ურთიერთობების განვითარების ხელშესახები ნიშანი ახსენეს. მათ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რამდენიმე სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნეს.

საქართველომ რეფორმებთან დაკავშირებით კარგ პროგრესს მიაღწია; უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა  რეფორმირების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობა და კვლავ დაადასტურა მათი მხარდაჭერის გაგრძელების მზაობა ევროკავშირის მხრიდან.

მათ ჰქონდათ აზრთა პროდუქტიული გაცვლა რეგიონის ძირითად საკითხებზე, სადაც ევროკავშირი სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მოგვარებას ხელი შეუწყოს. რეგიონალური სტაბილურობა და ჩვენი პარტნიორების მედეგობის გაზრდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

 

Maja KOCIJANCIC

Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy/European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations

+32 (0)2 29 86570

+32 (0)498 984 425

 

Adam KAZNOWSKI

Press Officer for Foreign Affairs and Security Policy

+32 (0) 2 29 89359

+32 (0)460 768 088

Languages:
რედაქტორის ნაწილი: